რონსერო:„ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი „ელ კლასიკო““

ტომას რონსერომ „ელ კლასიკოს“ შემდეგ საფეხბურთო პუბლიკას საკუთარი მოსაზრება წარუდგინა...


„ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი „ელ კლასიკო“, როგორც „რეალისთვის“, ასევე „ბარსელონასთვის“, რომელმაც სრულიად უარი თქვა საკუთარ სტილსა და ფილოსოფიაზე და მთელი გუნდით თავს იცავდა.“

„უბედური ავტოგოლი არაფრისმომცემი მომენტიდან და ასევე არაფრისმომცემი ბურთის ფლობა, რომელიც უკვე „რეალს“ ჰქონდა და აბსოლუტურად უშინაარსო შეტევებს ახორციელებდა. ულტრამოდერნიზებული დაცვა, იტალიური მიდგომებით, სწორედ ასე ვუწოდებდი ჩავის სტილს.“

„„ბარსელონა“ მადრიდში დეპრესიაში ჩავიდა, მაგრამ განწყობა აიმაღლა, „რეალი“ კი ვერტიკალურ ფეხბურთს არ თამაშობდა და შეტევაში ვერანაირ კრეატივს ვერ ქმნიდა.“

„ტრიბუნების ენთუზიაზმი და მხარდაჭერა მხარდაჭერად დარჩა. ქომაგები კმაყოფილები ვერ იქნებიან, რადგან ამ თამაშისგან სიამოვნების მიღება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.“

„ვინისიუსისა და არაუხოს ბრძოლა მართლაც გამოსაყოფია. ბრაზილიელი ფეხბურთელი „ბარსელონას“ მცველმა გაანეიტრალა, რაც საბოლოო ჯამში „რეალის“ შეტევების სიმწვავეზეც აისახა.“

„ალბათ კარგი იქნება, „რეალმა“ ლა ლიგის და სამეფო თასის მატჩებშიც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჩართოს. ეს გუნდი ევროსარბიელზე სულ სხვა დონეს აჩვენებს, როგორც ჩანს, მუსიკასაც თავისი დატვირთვა აქვს.„

„და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ლუკა მოდრიჩის მომენტი. ხორვატს გოლი უნდა გაეტანა, ამ შემთხვევაში სურათი სულ სხვაგვარი იქნებოდა.“ dle 10.1

  • Hala
  • 3 მარტი 2023
  • 1276
  • 3

1

3 მარტი 2023 13:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1170
„ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი „ელ კლასიკო“, როგორც „რეალისთვის“, ასევე „ბარსელონასთვის“, რომელმაც სრულიად უარი თქვა საკუთარ სტილსა და ფილოსოფიაზე და მთელი გუნდით თავს იცავდა.“
საინტერესო აზრია, რეალს რო მოეგო ისე როგორც ლივერპულს მოუგო ფინალი 1-0, მაინც ყველაზე საშინელი კლასიკო იქნებოდა? შეიძლება რეალისთვის საშინელი იყო, ბარსასთვის იმ შემადგენლობით რომელიც მოედანზე ყავდა ეს იდეალური შედეგი იყო.
და კიდევ ორი თამაში გაქვთ ბარსელონასთან ბარსელონაში და იმედია ყველა ტრავმირებული დაუბრუნდება ბარსელონას აი მაშინ პატივცემულო რონსორო იმ ბარსას იხილავთ რომელიც თურმე ასე მოგნატრებიათ და 1-0 არ გაკმარებთ. რა მაგის პასუხია და ეს რონსერო ვინ არის? რას წარმოადგენს სულ რო ბარსას წყევლაშია, სირცხვილია წაგებული გუნდის ფანი მოგებულ გუნდს ამუნათებდეს არასწორად მოგვიგოო. წინა თამაშში ბარსელონამაც ისე წააგო როგორც რეალმა დღეს, მაგრამ ჩვეენ ალმერია არ გვიწყევლია ისევ ჩვენები ვლანძღეთ.

2

3 მარტი 2023 13:57

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32695
  • |
  • კომენტარები: 270
მარტო ბარსელონას არ აკრიტიკებს, რეალსაც აკრიტიკებს.

ფაქტი ისაა, რომ ბევრ ასპექტსი გაუმართლა ბარსას და იმის მაქსიმუმი ითამაშა, რაც ამ შემადგენლობით შეეძლო.

თუ რეალს მოგება უნდოდა, პირველივე წუთებიდან უნდა შეეტია და ინიციატივაც უფრო მნიშვნელოვნად აეღო. ბურთს ვფლობდით და უპირატესობა გვქონდა და ეს ტექსტები მართლა არაფრისმომცემია.

კი შეიძლებოდა მოეგოთ და ის გოლიც ცუდად გავიდა, მაგრამ ის რომ ესე ყოფილიყო და ეს რომ ისე ყოფილიყო არ ხდება ფეხბურთში რა.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

3

3 მარტი 2023 21:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 279
ციტატა: nika 54
„ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი „ელ კლასიკო“, როგორც „რეალისთვის“, ასევე „ბარსელონასთვის“, რომელმაც სრულიად უარი თქვა საკუთარ სტილსა და ფილოსოფიაზე და მთელი გუნდით თავს იცავდა.“
საინტერესო აზრია, რეალს რო მოეგო ისე როგორც ლივერპულს მოუგო ფინალი 1-0, მაინც ყველაზე საშინელი კლასიკო იქნებოდა? შეიძლება რეალისთვის საშინელი იყო, ბარსასთვის იმ შემადგენლობით რომელიც მოედანზე ყავდა ეს იდეალური შედეგი იყო.
და კიდევ ორი თამაში გაქვთ ბარსელონასთან ბარსელონაში და იმედია ყველა ტრავმირებული დაუბრუნდება ბარსელონას აი მაშინ პატივცემულო რონსორო იმ ბარსას იხილავთ რომელიც თურმე ასე მოგნატრებიათ და 1-0 არ გაკმარებთ. რა მაგის პასუხია და ეს რონსერო ვინ არის? რას წარმოადგენს სულ რო ბარსას წყევლაშია, სირცხვილია წაგებული გუნდის ფანი მოგებულ გუნდს ამუნათებდეს არასწორად მოგვიგოო. წინა თამაშში ბარსელონამაც ისე წააგო როგორც რეალმა დღეს, მაგრამ ჩვეენ ალმერია არ გვიწყევლია ისევ ჩვენები ვლანძღეთ.

100000%

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (357)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)