„ელ კლასიკო“ ციფრებში

ციფრების მიხედვით, „ელ კლასიკოში“ მადრიდის „რეალს“ აბსოლუტური დომინაცია ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ანჩელოტის გუნდმა თამაში წააგო და 1 გოლიც ვერ გაიტანა...


პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ანჩელოტის გუნდს „ბარსელონსთან“ 65%-იანი ბურთის ფლობა ჰქონდა, ჩავის გუნდს კი მხოლოდ 35%.

მადრიდელებმა გოლის გატანა 13-ჯერ სცადეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბურთი კარის ჩარჩოსკენ არცერთხელ არ წასულა.

680 გაკეთებული პასიდან 598 ზუსტი აღმოჩნდა, ეს კი იმ ფონზე, როდესაც „ბარსელონამ“ მხოლოდ 380 პასი გააკეთა და 309 ზუსტი.

„რეალმა“ შეტევა 156-ჯერ დაიწყო, საიდანაც 102 შემთხვევაში იერიშმა მწვავე ხასიათი მიიღო, „ბარსელონას“ მაჩვენებელი კი ამ მხრივ 72/22-ზეა.

საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ „რეალს“ ყველა კომპონენტში უპირატესობა ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში „ბლანკოსი“ ფონს გასვლას ვერ ახერხებდა, რაც პირველ რიგში „ბარსელონას“ კარგი დაცვის დამსახურება იყო. dle 10.1

  • Hala
  • 3 მარტი 2023
  • 816
  • 1

1

3 მარტი 2023 13:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1170
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ანჩელოტის გუნდს „ბარსელონსთან“ 65%-იანი ბურთის ფლობა ჰქონდა, ჩავის გუნდს კი მხოლოდ 35%.
პირველ რიგში გილოცავთ, მათემატიკის მაღალ დონეზე ცოდნას 100-ს რო 65 გამოაკლო და ზუსტი ციფრი დასვა დიდი ამბავია. თუმცა მუნდიალზე გამოჩნდა რომ ბურთის ფლობა სხვანაირადაც იზომება. მეტოქეების ფლობა და კიდევ ის მომენტები როცა ბურთი არცერთ გუნდს არა აქვს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)