ანჩელოტი:„„რეალი“ ახლა ბევრად ძლიერია და მხოლოდ გამარჯვება გვსურს“

კარლო ანჩელოტიმ „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა...


„„ფიფას“ გალა დაჯილდოების ცერემონიაზე ბევრი საუბარი არ მსურს. მე მიჭირს 3 საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება, მაგრამ მივიჩნევ, რომ მადრიდის „რეალში“ ნამდვილად ასპარეზობენ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ჯილდოებს იმსახურებენ.“

„„ბარსელონასთან“ 3 მატჩის ჩატარება მოგვიწევს და განსაკუთრებული ყურადღებით თამაში გვმართებს. ვფიქრობ, „ლა კოპა“ საწყის ეტაპზე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ როდესაც 1/2 ფინალში გადიხარ, სხვა მასშტაბებს იძენს და სრულ დატვირთვას იღებ.“

„სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ამისთვის ფიქრის დრო მაქვს. ვეცდები საუკეთესო თერთმეტეული გავიყვანო მწვანე მინდორზე.“

„ლა ლიგის შარშანდელ სეზონში მიმდინარე მაჩვენებელზე 2 ქულით მეტი გვქონდა, მაგრამ ამ დროს სამეფო თასზე აღარ ვასპარეზობდით. ჯერ-ჯერობით სეზონს ვერ შევაფასებ. მოდით ეს დრო მაისისთვის გადავდოთ. მჯერა, რომ „რეალი“ სეზონის ბოლოს გამარჯვებას იზეიმებს.“

„„ბარსელონასთან“ შურისძიება არ გვსურს, ჩვენ ყველაფერს სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ და გამარჯვებას ვაპირებთ. ვიცით, რომ თუ კატალონიურ კლუბს ვერ დავამარცხებთ, ჩვენი შანსები მნიშვნელოვნად შემცირდება.“

„„ელ კლასიკო“ მოდრიჩისა და კროოსის გარეშე? სავსებით შესაძლებელია, ვინაიდან ნახევარდაცვაში დიდი რესურსი გვაქვს, თუმცა ამაზე ახლა ვერ ვისაურებ, რადგან როგორც გითხარით, შემადგნლობაზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ. ლუკას და ტონის ასეთი ტიპის მატჩებში უდიდესი გამოცდილება აქვთ.“

„რუდიგერმა ძალიან მოუმატა, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არასდროს შეგვიტანია. ვიცით, რამდენად ჭკვიანია გერმანელი და ვფიქრობთ, რომ ის კიდევ უფრო გაუმჯობესდება.“

„კარიმის მოწოდების სიმაღლეზე დგომა ტიტულებთან უფრო ახლოს ყოფნას ნიშნავს.“

„„ბარსელონას“ ირგვლივ სამსაჯო სკანდალი? არ ვფიქრობ, რომ ეს ამბავი ხვალინდელ „ელ კლასიკოს“ რამით შეეხება.“

„როდრიგოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ვფიქრობ, ბრაზილიელი კატალონიელებთან დაპირისპირებაში ხელმისაწვდომი იქნება.“

„აზარის წუთები? ედენს მომდევნო მატჩებში უფრო მეტი დრო უნდა მიეცეს, ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკასაა მოკლებული.“

„წინა „ელ კლასიკოში“ ძალა გვაკლდა და შეცდომები დავუშვით, ახლა რადიკალურად განსხვავებულ ფორმაში ვიმყოფებით და მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს. ჩვენ ვიცით, როგორ ვითამაშოთ „ბარსელონას“ წინააღმდეგ და შემართებაც დიდი გვაქვს.“

„არაუხო შესანიშნავი მცველია. კატალონიელთა რიგებში ახალგაზრდა უკანახაზელს უდიდესი როლი აქვს.“

„ვართ თუ არა ვინისიუზე დამოკიდებულები? როგორ შეიძლება ამ დონის მოთამაშეზე გათვლებს არ აკეთებდე? დიახ, ჟუნიორს „რეალის“ ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ აქვს საკუთარ თავზე აღებული.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 მარტი 2023
  • 2828
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (192)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)