რას უპირებს ანჩელოტი ალვაროს?

„ატლეტიკოს“ კარში გოლის გატანით, რამაც გუნდს მნიშვნელოვანი ქულა გადაურჩინა, ალვაროზე ბევრს წერენ ესპანურ პრესაში.


ურუგვაელ ფორვარდს ახალ რაულადაც კი მოეხსენიებენ და მათ შორის მსგავსებას მართლაც იპოვით. „ელ კაპიტანო“ 17 წლის იყო, როდესაც პირველი შედეგიანი დარტყმა განახორციელა „რეალის“ მაისურით და მანაც „როხიბლანკო“ დაამწხურა. ეს მოხდა 1994 წელს, 10 წლით ადრე, როდრიგესის დაბადებამდე.

18 წლის თავდამსხმელის დებიუტი „ბლანკოსის“ რიგებში მიმდინარე წლის დასაწყისში, „კასერენიოს“ წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულის შემდეგ, ანჩელოტიმ მას „ოსასუნასთან“ მისცა თავის გამოჩენის საშუალება. ამ უკანასკნელმა მოედანზე შემოსვლიდან მალევე 2 ასისტი დაიბევა, თუმცა 1 გოლი, თამაშგარეს გამო გაუქმდა. რაც შეეხება მის თავურს თანაქალაქელების კარში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რატომ ეიმედებათ სახმრეთ ამერიკელის ასე ძალიან.

როგორც ანჩელოტიმ ნამატჩევს განაცხადა, მომდევნო სეზონიდან ტანმაღალი ფეხბურთელი „რეალის“ მთავარი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება.

AS-ის ინფორმაციით, ამ სეზონის დასრულებამდეც, ალვარო რეგულარულად ივარჯიშებს უფროსი თანატოლების გვერდით და „კასტილიაში“ მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში დაბრუნდება დასახმარებლად. dle 10.1


1

28 თებერვალი 2023 01:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 33
უფროსი თანატოლი რას ქვია? 😂

2

28 თებერვალი 2023 08:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
დააყენონ ძირითადში ნაკლებად მნიშვნელოვან თამაშებში,ლა ლიგა ისედაც აღარ არის ჩვენი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)