„რეალი“ ლა ლიგის ზედიზედ 2-ჯერ მოგებას 15 წელია ვერ ახერხებს

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წელიწადში სამეფო კლუბმა ახალი ისტორია დაწერა და სრულიად საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში, გუნდი ესპანეთის ლა ლიგას ზედიზედ 2-ჯერ ვერ იგებს...


რამდენიმეწლიანი უტიტულობის შემდეგ ნავსი ფაბიო კეპალომ გატეხა და 2006/07 წლების სეზონში უმძიმესი ბრძოლის მიუხედავად შიდა ჩემპიონატის მოგება შეძლო, რასაც მისი გათავისუფლება და ბერნდ შუსტერის დანიშვნა მოყვა, რომელმაც 2007/08 წლების სეზონშიც მოახერხა პრიმერას მოგება და „ბლანკოსმა“ დუბლი შეასრულა.

ამის შემდეგ „მერენგებს“ ზედიზედ 2-ჯერ ლა ლიგა არ მოუგიათ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „რეალს“ შიდა ჩემპიონატში წარმატებისთვის ბევრჯერ არც მიუღწევია.

2008 წლის შემდეგ იყო 4 წლიანი პაუზა და გამარჯვება 2012 წელს, შემდეგ 5 წლიანი პაუზა და გამარჯვება 2017 წელს, ხოლოდ შემდეგ 3 წლიანი პაუზა და გამარჯვება 2020 წელს.

2020 წლის შემდეგ „მერენგებმა“ 1 წელი ჩააგდეს და 2022-ში კვლავ იზეიმეს ლა ლიგის მოგება, თუმცა დუბლს ვერა და ვერ ასრულებენ.

მიმდინარე სეზონში „რეალის“ ჩამორჩენა პირველადგილოსან „ბარსელონასთან“ სოლიდურია და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ანჩელოტის კოლექტივი პრიმერას წელს ვერ მოიგებს და დუბლის შესრულებაც გაურკვეველი ვადით გადაიდება. dle 10.1

  • Bernabeu
  • 26 თებერვალი 2023
  • 734
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)