ანჩელოტი:„„რეალი“ ბრძოლას აგრძელებს, თუმცა დასანანი ქულები დავკარგეთ“

კარლო ანჩელოტიმ „ატლეტიკოს“ ვერმოგებული დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„კმაყოფილი ვერ ვიქნები. დიდი იმედი მაქვს, „ბარსელონა“ ქულებს დაკარგავს, რაც ჩვენთვის შანსის მომცემი იქნება. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, „ატლეტიკოს“ კარის აღება მხოლოდ ერთხელ შევძელით, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.“

„როდესაც სიმეონეს გუნდი მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, მეტი სიმწვავე გვმართებდა. ხიმენესის გოლმა სერიოზული პრობლემები შექმნა.“

„დაკარგულია თუ არა ლა ლიგა? სეზონი გრძელია და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ჩვენი შანსები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.“

„ალვაროს გამო ბედნიერი ვარ. დარწმუნებული ვარ, სადებიუტო გოლი ახალგაზრდა ფეხბურთელს არასდროს დაავიწყდება. მთავარია მან მუშაობა განაგრძოს და შედეგები თავისით მოვა.“

„ამ მატჩის პოზიტივი? რაღა თქმა უნდა ალვარო.“

„როდრიგესი ვარჯიშებზე მაქსიმალურად იხარჯება და ცდილობს, შესაძლებლობები გამოავლინოს, მას კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.“

„მატჩის შემდეგ სიმეონეს ვუთხარი, რომ მისმა გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები წამართვა, თუმცა ეს ქულები „როხიბლანკოსაც“ ესაჭიროებოდა.“

„კამავინგას მარცხენა მცველად გამოყენებით შეტევითი რესურსი გავაძლიერე და ალვაროს მოქმედების მეტი არეალი მივეცი. ვერ ვიტყვი, რომ ეს ვაბანკი იყო. ჩვენ გამარჯვება გვჭირდებოდა და ამისთვის ყველაფერი ვიღონე.“

„წითელი ბარათის მომენტს ახლა ვერ შევაფასებ, რადგან იმ დროს ყურადღება სხვა მიმართულებით მქონდა გადატანილი.“

„კალენდარი საკმაოდ გადატვირთული და გამოწვევებით სავსეა. „ლივერპულის“ შემდეგ ენერგიის სრულად აღდგენა რა თქმა უნდა რთული ამოცანა იყო.“

„ახლა სამეფო თასზე უნდა გადავერთოთ, სადაც ჩვენი მეტოქე „ბარსელონა“ იქნება. მადრიდის „რეალი“ საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას ეცდება.“

„ფიზიკური თვალსაზრისით გუნდში პრობლემები არ არის. რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, რაც პრობლემებს ქმნის, მაგრამ გვჯერა, რომ არსებული რესურსით ფონს გასვლა და წარმატების მიღწევა შესაძლებელია.“

„მოხარული ვარ, ჩუამენის და ვასკესის დაბრუნების გამო. ორივე მოთამაშე დაგვჭირდება, რადგან როგორც უკვე გითხარით, კალენდარი რთულია.“

dle 10.1

  • Bernabeu
  • 25 თებერვალი 2023
  • 5750
  • 7

1

25 თებერვალი 2023 23:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 28
ეხ ჩემო კარლო შენც ხავს ეჭიდები ბარსელონას იმდზე ჩემი მტერი იყოს ლალიგას დაემშვიდობეთ

2

26 თებერვალი 2023 00:45

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Gracias ატლეტიკო!!!

3

26 თებერვალი 2023 09:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 29
დატოვე ხოლმე კამავინგა მოდრიჩი და ალვარო სკამზე და მერე იწუწუნეე საქმე გავირთულეო

4

26 თებერვალი 2023 09:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8
მსაჯმა ყველაფერი დადო მოსაგებად , მარა ჰე არ გამოვიდა :/

5

26 თებერვალი 2023 10:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Es ukve pensiazea gasasvleli :d amowura misi tavi mwrtnelobashi

6

26 თებერვალი 2023 10:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1805
რეალი კიდე ბევრ თამაშს გატეხავს აი ნახეთ.ალმერიას მოუგებს ბარსა და 10 ქულა კი გახდება.
-----------------------
Decimotercero

7

26 თებერვალი 2023 19:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1177
„კმაყოფილი ვერ ვიქნები. დიდი იმედი მაქვს, „ბარსელონა“ ქულებს დაკარგავს, რაც ჩვენთვის შანსის მომცემი იქნება.
მსაჯებმა იციან ეგ ამბავი, თუ ჯერ არ გაგიფრთხილებიათ?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (89)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)