მარსელო: „ეს არასდროს გამიკეთებია“

სამეფო კლუბის ბრაზილიელმა ლეგენდამ, მარსელომ, რომელიც ამჟამად უკლუბოდაა, ESPN-ის კითხვებს უპასუხა.


„გულწრფელად რომ გითრათ, მე არ დამიტოვებია „რეალი.“ ეს არის გრძნობა, რომელიც მაქვს. როგორ შეილება ასეთი კლუბის დატოვება? ის მუდამ შენში რჩება და უბრალოდ შეუძლებელია ამის გაკეთება. ჩემი ნაწილი ყოველთვის იქ იქნება, ჩემი შვილის სახით, რომელიც „ბლანკოსში“ იზრდება. ასე, რომ „მე წავედი „რეალიდან“ - აღნიშნული ფრაზის წარმოთქმა აზრს მოკლებულია.“

„დაბრუნება? არვიცი და არ მინდა ვიფიქრო იმაზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებ, მაგრამ ფაქტი ერთია, ძალიან დიდი სურვილი მაქვს „რეალში“ დავბრუნდე და დავეხმარო ბავშვებს. დიახ, მე თავს იქ ვხედავ, თუმცა არვიცი რა როლს მოვირგებ, ვინაიდან მადრიდი საკმაოდ დიდია. არსებობს ბევრი გზა გუნდის დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანია არ არის უსაქმურად კლუბში ყოფნა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლუბს მარსელოს დახმარება დასჭირდება.“

„ვფიქრობ, ნებისმიერი ტიტული გამორჩეულია, ვინაიდან მთელი სეზონის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის შედეგად იბევებ მას და შემდეგ ამბობ - „უფფ.“ მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებულია პირველი ოქროს მედალი, რომელიც „ბლანკოსში“ მოვიგე, სწორედ მაშინ ვიგრძენი თავი ნამდვილ ფეხბურთელად. სწორედ მაშინ მომეცა საშუალება მეთქვა - „მე „რეალთან“ ერთად ტიტული ვეზეიმე.“ ეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ისტორიაა. ასევე გამოსარჩევია ბოლო ტიტულიც. მე გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებით დავემშვიდობე. ჩვენ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ხუთჯერ მივაღწიეთ წარმატებას. ვინმეს შეიძლება ადვილი ეგონოს ამის გაკეთება, თუმცა ეს ძალიან ძალიან დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული.“

„ჩემპიონთა ლიგის მე-14 ტიტულის მოგების შემდეგ დავიწყე ფიქრი, ტირილი, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. უფრო კონკრეტულად, მაშინ მივხდი, რომ ჩემი ეპოქა „თეთრ“ მაისურში დასრულებული იყო. მანამდე მსგავსი აზრი არ გამჩენია გონებაში. მე დავასრულე, მაგრამ ჩემმა შვილმა დაიწყო. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის, პირველი გუნდამდე დაწინაურებას. გულშემატკივრები მომიწოდებდნენ დარჩენისაკენ. ისეთი ატმოსფერო შეიქმნა, რასაც ფულით ვერ იყიდი. მე დამეუფლა კმაყოფილება იმით, რომ შევასრულე ყველაფერი და ხალხი პატივს მდემდა არა ტიტულების მოგების გამო, არამედ პატივისცემის, თავგანწირვისა და შრომისმოყვარეობისათვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში გავიღე. ეს ყველაზე ღირებულია.“

„როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, ვაანალიზდებდით, რომ სიცოცხლის ბოლომდე არ გაგრძელდებოდა. ცხადია, ყველამ იცის, რონალდუს სისწრაფეები ახლოსაც არ არის ძველ დროსთან, მაგრამ მას მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში შეუძლია ასპარეზობა. ის ყოველთვის მაქსიმუმს იღებდა თავისი გუნდებისათვის. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც მიჯრით 17 წელი „ფიფას“ სიმბოლურ გუნდში იმკვიდრებს ადგილს.“

„ასი პროცენტით არა, მაგრამ მჯერა ჩემმა მხიარულებამ ბევრი მოუტანა გუნდს. რასაკვირველია, იმას არ ვამბობ, რომ ჩემი ხასიათის წყალობით ვიგებდით თამაშებს, თუმცა გამარჯვების მონაწილე მეც ვიყავი. ძალიან რთულია იყო კაპიტანო და იჯდე სკამზე. უყურო თანაგუნდელების ასპარეზობას გარედან და მეორე დღეს მათთან ერთად ივარჯიშო. შენ უნდა უთხრა საკუთარ ვაჟს, რომ - „არა, მწვრთნელის გეგმებში არ შევდივარ, მაგრამ რატომ?“ კიდევ ბევრი დეტალია. აი, რატომაც აღვნიშნავ, რომ ჩემთვის ბოლო სეზონი საუკეთესო იყო. ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით ბევრი ვისწავლე.“

„გამიმართა, რომ „რეალში“ თამაშის საშუალება მომეცა და საუკეთესოები ვნახე. თითოეულ ვარჯიშზე ვამბობდი - „როგორ გააკეთა მან ეს?“ ყველაზე მეტ გაოცებას იწვევდნენ მოდრიჩი, კროოსი და როდრიგო. ტონის თავში რა ხდება, ვერ გაიგებ, თითქოს ის საკუთარ სამყაროშია და აკეთებს წარმოუდგენელ რაღაცებს. გერმანელი დიდებულად კითხულობს მის უკან მდგომი ფეხბურთელის თამაშს. ბრაზილიელი დიდი ნიჭით დაჯილოდევბული მოთამაშეა, რომელიც სხეულით ატყუებს მოწინააღმდეგეს. რაღაც მომენტში შეიძლება ნელი გამოჩნდეს, თუმცა მყისიერად გააკეთოს აჩქარება ბურთთან ერთად. რაც შეეხება ლუკას, მის დასახასიათებლად სიტყვები არ მყოფნის. არასდროს გაქ წარმოდგენა, თუ რას აპირებს მოდრიჩი. ერთხელ მე, როდრიგო და ლუკას ვასკესი სადათადარიგოზე ვისხედით და ვუყურებდით ხორვატს. მან ბურთი დაიბრუნა და კუთხურის ალამთან მიიტანა. შემდეგ დაიწყო დრიბლინგი ისე, რომ ბურთს არ შეხებია და მოწინააღმდეგე საერთოდ ვერ გაერკვა თუ სად იყო ის.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)