მიატოვიჩი:„„რეალმა“ „ატლეტიკოსთან“ საჩემპიონო მატჩი უნდა ჩაატაროს“

ფრედრაგ მიატოვიჩმა მადრიდული დერბის წინ საინტერესო საკითხები მიმოიხილა...


„„რეალისა“ და „ატლეტიკოს“ დაპირისპირების წინ პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ბოლო დროის სტატისტიკის გათვალისწინებით, ფავორიტი ანჩელოტის კოლექტივია, თანაც გასათვალისწინებელია, რომ ვერმოგების შემთხვევაში „ბლანკოსი“ ლა ლიგისთვის ბრძოლას ფაქტობრივად დაემშვიდობება.“

„როდესაც დიდ „ქამბექს“ აფიქსირებს, შენ ფსიქოლოგიურად მოწოდების სიმაღლეზე დგები. ვფიქრობ, „რეალმა“ თვითრწმენა კიდევ ერთხელ დაიბრუნა. ის, რაც ამ გუნდმა „ენფილდზე“ ჩაიდინა მართლაც წარმოუდგენელი იყო.“

„„ბლანკოსი“ კარგ გზას ადგას და ვფიქრობ, რომ დერბის მოგების შემთხვევაში „ელ კლასიკოსაც“ საოცარი განწყობით შეხვდება. ჩემი აზრით, სიმეონეს გუნდის დამარცხება გარდამტეხ ხასიათს მიიღებს, ამიტომ „რეალმა“ ყველაფერი უნდა იღონოს აქტივში 3 ქულის ჩასაწერად.“

„ერთი მხრივ „რეალისთვის“ ეს საჩემპიონო მატჩია, მეორე მხრივ კი, „ატლეტიკოს“ ოთხეულში მოსახვედრად და ადგილის განსამტკიცებლად ქულები სჭირდება. ჩაკეტილ მატჩს არ ველი.“

„დიახ, თეორიული შანსები ყოველთვის არსებობს, მაგრამ თუ „რეალი“ ვერ გაიმარჯვებს, ამ გუნდის ჩემპიონობა რთულად წარმოსადგენი იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ბრძოლა არ შეწყდება, მაგრამ რამდენად მიაღწევს სამეფო კლუბი დასახულ მიზანს რთული სათქმელია.“

„სერხიო რამოსის ნაკრებიდან წასვლა არ გამკვირვებია. უკვე დიდი ხანია, უკანახაზელი „ფურია როხას“ ღირსებას აღარ იცავს, შესაბამისად, ამის დრო დადგებოდა. ვისურვებდი, რომ რამოსი გაცილებით ბედნიერი წასულიყო.“

„და ბოლოს, არ შემიძლია არ შევეხო ამანსიო ამაროს თემას. „რეალმა“ დიდი ლეგენდა დაკარგა.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 თებერვალი 2023
  • 340
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)