ანჩელოტი: „ეს ფეხბურთელი ვარჯიშების შემდეგ რჩება და დამატებით მუშაობს“

კარლო ანჩელოტიმ მადრიდული დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„გუნდი სრულ მზადყოფნაშია. „ლივერპულთან“ გამარჯვების შემდეგ ჩვენი განწყობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. „რეალი“ გამარჯვებისთვის იასპარეზებს. ვფიქრობ, კარგი დაპირისპირება გველოდება თანაქალაქელებთან.“

„ყველამ კარგად იცის, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ამ კლუბში ჩემპიონთა ლიგას, თუმცა ეს იმას არ ნიშავს, რომ უარს ვამბობთ სხვა ტურნირებზე. ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, რათა წინა სეზონის მსგავსად, ლა ლიგის დაბევება შევძლოთ. ტიტულების შედარებას ვერ დავიწყებთ, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ვიბრძოლებთ თითოეული თასისთვის.“

„ტრავმები პროგნოზირებადია. ბოლო პერიოდში გუნდის ფიზიკური კონდიციები გაუმჯობესდა, რაც თამაშებიდანაც ნათელია. კროოსმა, სებალიოსმა და მოდრიჩმა პროგრესი განიცადეს. ინტენსიურობასთან დაკავშირებით პრობლემებს არ ვაწყდებით.“

„ჩუამენსა და კროოსს სასტარტო შემადგენლობიდან ძალუძთ ასპარეზობა. ისინი მწყობრში არიან.“

„ვიმედოვნებ, ნაჩო ჩვენთან ერთად იქნება შემდეგ სეზონში.“

„ვინისიუსი ტრავმას არ იღებს და ეს იშვიათობაა. მისი გენეტიკა შთამბეჭდავია. მადლობას ვუხდი ვინის მშობლებს. ვიცი, რომ ბრაზილიელი დიდი ყურადღებით უვლის საკუთარ თავს და ყოველთვის ფოკუსირებულია. სწორედ ამიტომაც მუდამ მზადყოფნაშია.“

„დერბი ნებისმიერი გუნდისათვის ნიშანდობლივი დაპირისპირებაა. ეს განსაკუთრებული მოვლენაა ქომაგებისათვის. ხილ მანსანო? ის საერთაშორისო დონის არბიტრია და ზურგს გამოცდილება უმაგრებს.“

„ვისურვებდი, სუპერ თასი წაგებული არ გვქონდეს, „ბარსელონასთან“ სხვაობა 8 ქულას არ შეადგენდეს და „ენფილდზე“ 0-5 მოგვეგო. ხუმრობის გარეშე გეტყვით, რომ გარკვეული ჩავარდნა ტრავმებით იყო გამოწვეული.“

„ხვალინდე პაექრობაში ნაჩო დაცვის მარცხენა ფრთაზე ითამაშებს. მან გამოიარა პერიოდი, როდესაც ბედნიერად არ გრძნობდა თავს, თუმცა ჩემზე გაბრაზებული არ არის. ის ყოველთვის მზადყოფნაშია, რაც პროფესიონალიზმს უსმევს ხაზს. მინდა ბოდიში მოვიხადო ყველა მოთამაშესთან, მაგრამ აქ იმისთვის ვარ, რომ „რეალის“ გამარჯვებაზე ვიზრუნო.“

„ნეგეირას“ საქმე? ვფიქრობ, ახლა არსადაა კორუფცია. მსაჯები ზოგჯერ უშვებენ შეცდომებს, ვინაიდან ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ხშირად არ მსიამოვნებს მათი გადაწყვეტილება, მაგრამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა აზრი არ გამაჩნია.“

„ჩუამენსა და კამავინგას შეუძლიათ ტანდემის შექმნას. არვიცი, ეს მადრიდულ დერბიში თუ მოხდება, ჯერ თერთმეტეული არ მომიფიქრებია. რა თქმა უნდა, ახლა გატყუებთ (იცინის), მაგრამ უახლოეს მომავალში ვიხილავთ მათ დუეტს.“

„მე და სიმეონეს გვიყვარს ფეხბურთი და კარგი იქნებოდა მასთან ერთად დროის გატარება. ჩემი აზრით, დიეგოს არაფერი აქვს სასწავლი ჩემგან. მსურს, მეტი გავიგო მისი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ და როგორ ემზადება ვარჯიშებისა თუ მატჩებისათვის.“

„სიმშვიდეს ვინარჩუნებ. „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და არსად ვაპირებ წასვლას. აქ ვინები გაისადაც.“

„ადამიანები ამბობენ, რომ აკადემიის ფეხბურთელებს შანსს არ ვაძლევ. გაგახსენებთ, ბუფონი 17 წლის იყო, როდესაც თავის გამოჩენის საშუალება მივეცი. რა თქმა უნდა, ყველაფერს დამსახურება სჭირდება.“

„რასაც ვინისუსი მოედანზე აჩვენებს, ეს ყოველდღიური ვარჯიშების ნაყოფია. მან გააუმჯობესა დარტყმა, ვინაიდან სესიების შემდეგ რჩება და 10-15 წუთის განმავლობაში დამატებით მუშაობს. ის არ ჩერდება.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)