მარსელო:„მოურინიოსთან მუშაობა დაუვიწყარი იყო“

მარსელო ვიეირამ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა და მადრიდში სხვადასხვა დროს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება...


„როდესაც სამეფო კლუბში მოურინიო დაინიშნა, კლუბმა აგრესიული ფეხბურთის თამაში დაიწყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პორტუგალიელმა გუნდს სტაბილურობა შესძინა, ფილოსოფია გაათავისებინა და გამარჯვებულის სული ჩაუსახა.“

„პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სამჯერ გავედით, მაგრამ ფინალამდე ვერ მივაღწიეთ, ლა ლიგაში კი საკმაოდ კარგი შედეგები გვქონდა.“

„მაშინ ჩვენი მეტოქე ისტორიაში საუკეთესო „ბარსელონა“ გახლდათ, რომელიც განსაკუთრებული სტაბილურობით გამოირჩეოდა.“

„ზიდანი? ფრანგთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ტიტული ზედიზედ სამჯერ მოვიგეთ. ამით ყველაფერი ნათქვამია. ის, რაც ზიდანმა გააკეთა, შესაძლოა ვეღარასდროს ვეღარავინ შეძლოს.“

„ანჩელოტისთან მუშაობა ყოველთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. იტალიელი სიმშვიდის განსახიერებაა, რაც ფეხბურთელებზე ყოველთვის დადებითად აისახებოდა.“

„მოდრიჩი? სიტყვების თქმა შეუძლებელია მაშინ, როდესაც ხორვატზე ვსაუბრობთ, მას ბურთთან ერთად საოცრებების ჩადენა შეუძლია.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 თებერვალი 2023
  • 578
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)