ვინის ანგარიშზე უკვე 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა

მიმდინარე სეზონში ვინისიუს ჟუნიორს საკმაოდ კარგი შედეგები აქვს...


ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 6 ტურნირზე ითამაშა და 18 გოლს მოუყარა თავი. ასევე აღსანიშნავია 9 საგოლე გადაცემა, რომელიც ასევე 22 წლის წინახაზელის აქტივშია.

ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგის 7 დაპირისპირებაში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ლა ლიგის 21 მატჩში ბრაზილიელმა 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, დანარჩენი გოლები და საგოლე გადაცემები კი სამეფო თასზე, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატსა და ევროპის სუპერთასზე მოდის.

„ენფილდზე“ ვინიმ ნამდვილი შოუ მოაწყო და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ დიდი მომავალი აქვს. dle 10.1

  • Hala
  • 22 თებერვალი 2023
  • 1355
  • 5

1

22 თებერვალი 2023 15:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2631
გუშინ იმენა რა დღეში იყო ბარსამანია. კლოპს რაა აღარ უწოდეს. ლუზერიაო და რა აღარ. კლოპი თუ ლუზერიაა და რავიი რაა. ეპოქა შექმნა ლივერპულში. ნანატრი პრემიერლიგა დადო ბოლო ბოლო და ლიგაც ზედ მიაყოლა. 4-0 გადაურბინა იმ ბარსელონა რომელსაც ყველა ყავდა და ყველა თითქოს ფორმაში იყო და ეს ახსოვთ ცუდად, თორე, კლოპს ლუზერი როგორ უნდა დაუძახი. ერთ ერთი საუკეთესო მწვრთნელია ისტორიაში! ყველაფერი ხდება, ყველა გუნდ წაუგია დიდი ანგარიშით და გამოდის ესეიგი ყველა ლუზერია. ერთი თამაშით რომ ზომავენ ეგაა უბედურება.

2

22 თებერვალი 2023 18:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 793
დაფრინავს ვინი და ისევ მადრიდისტები აკრიტიკებენ უმეტესად. მეტი რაღა ქნას ყველა თამაშში პოკერებს ხომ ვერ დადებს, ან რომც დადოს მაინც გამონახავენ რამეს. წინა სეზონთან შედარებით ჩემი აზრით ბევრად კარგ ფორმაშია გუნდი, შეთამაშებულებიც არიან უფრო მაღალ დონეზე, აი ერთი სიამოვნებაა ერთი შეხებით რო კომბინირებენ მაგის ყურება. ბენზო, ვინი და როდრიგო განსაკუთრებით ტრიოში ისეთებს ჩითავენ უნდა ისიამოვნო, უბრალოდ რეალიზაციაა მოიკოჭლებს ოდნავ. სასწაული მენტალიტეტი აქვთ ტიპებს, რაც ცალკე აღსანიშნია გაუტეხელნი არიან თითქმის. ვინ ვინ და ხასიათით ლივერპული თუ დაუდგება რეალს შედარებით ახლოს, ბაიერნთან ერთად და მაგათ მოუქამბექო ენფილდზე 2-0იდან სასწაულია ეს ერთი, მერე მეორე ქამბექსაც ხო გააჩნია 5ს რო გაუტან მიყოლებით, რაც აქამდე არავის უქნია. და კიდე ყველას კრიზისი რო აწერია აბა ამ პერიოდში ლიდსთან ოქტომბერში წაგების გარდა რომელი თამაში წააგო ლივერპულმა ენფილდზე ? წაგებასაც ხო გააჩნია 😂 ნაჩო, ვინი, ფედე, კამა, ლუკა, მილი და ბენზომ იფრინეს რასაც ქვია. შევიდა გუნდი ფორმაში აშკარად. კარლო კიდე გენიოსია ამაზე ცუდი როგორ უნდა დაგცდეს ჩემამდე არ მოდის იმენა😀 ამ ბოლო დღეებში უამრავჯერ შემხვდა კომენტარები ფბზე " კარლო გასაშვებია და შემტევი მწვრთნელია მოსაყვანი" პიზდეც...🙂 ტიპმა მეტი როგორ ათამაშოს? თეთრი ბალეტიო რო იტყვიან აი ეგრე თამაშობენ ერთი ერთში ტიპები კომბინაციების მხრივ და რეალიზაციაში თუ წაუკოჭლებენ სადმე რაქნას თვითონ ხო არ გამოვა და არ გაიტანს😂 მე პირადად მაგარ სიამოვნებას ვღებულობ რეალის კომბინაციებით გინდ შეტევაში, გინდ ნახევარდაცვაში. მრავალფეროვნად თამაშ9ბს გუნდი და ჩაწოდებებს არაა მიმკვდარი. თითქმის ყველა თამაშში გააქვთ მინიმუმ 1 ან 2 ულამაზესი გოლი კომბინაციური იქნება ეს თუ შორიდან დაჭედება. იმედია ტრამვებით არ დაიტანჯებიან სეზონის დარჩენილ ნაწილში და მეთუთხმეტე ლიგის უდიდესი შანსია 👀

კლოპს რაც შეეხება ყველამ თავის ლუზერებს მიხედონ😂 პსჟ თუ გაუწევს ტიპებს კონკურენციას მთავარ ლუზერობაში ლიგაზე🙂. რომა, ლივერპული, ბაიერნი 8-2, ორჯერ ზედიზედ ჩარჩენა რავი მეტი რაუნდა დაემართოს ტიპებს ხმა რომ ვერ ამოიღონ. ეგ კიარა ბევრჯერ მინახავს კულე პსჟზე რო წერდა მენტალურად ფარჩაკები არიანო და გეგონება ბარსას გადახსნილი ყავს ლიგის პლეიოფებში გუნდები ბოლო 10 წელში🙂

3

22 თებერვალი 2023 19:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1811
დიდი ანგარიშით მოგება კარგია მითუმეტეს ენფილდ როუდზე.მაგრამ არის მაგრამ.ლივერპულმა დაუშვა უამრავი შეცდომა.პირველ გოლში ვინის მშვენიერი დარტყმა გამოუვიდა მაგრამ მანდ მცველებმა ჩაყლაპეს.მეორე გოლში ალისონში ლორის კარიუსი ჩასახლდა.მესამე გოლში მილიტაო კაციშვილმა არ აიყვანა.მეოთხე გოლი გასაგები რიკოშეტი იყო.ხოლო მეხუთე გოლი მოდრიჩმა დაიწყო სახიფათო შეტევა და თამაშის წესის დარღვევით შეეძლოთ გაჩერება ყვითელიც აეკიდა.
-----------------------
Decimotercero

4

22 თებერვალი 2023 21:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
ციტატა: Sani_Real
დიდი ანგარიშით მოგება კარგია მითუმეტეს ენფილდ როუდზე.მაგრამ არის მაგრამ.ლივერპულმა დაუშვა უამრავი შეცდომა.პირველ გოლში ვინის მშვენიერი დარტყმა გამოუვიდა მაგრამ მანდ მცველებმა ჩაყლაპეს.მეორე გოლში ალისონში ლორის კარიუსი ჩასახლდა.მესამე გოლში მილიტაო კაციშვილმა არ აიყვანა.მეოთხე გოლი გასაგები რიკოშეტი იყო.ხოლო მეხუთე გოლი მოდრიჩმა დაიწყო სახიფათო შეტევა და თამაშის წესის დარღვევით შეეძლოთ გაჩერება ყვითელიც აეკიდა.

პირადად გომესის კისერზეა ყველაფერი. ის ალისონის მომენტიც გომესის ბრალი იყო ნაწილობრივ ძაან უხერხულ მომენტში შეაჩეჩა ბურთი

5

23 თებერვალი 2023 14:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2110
არანაირი გომესის კისერზე არაა ყველაფერი-როცა გეშინია და მუხლები გიკანკალებს და როცა მეტოქე კლასით გჯობს ასე ხდება თითქმის ყოველთვის

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)