ნაჩო:„„ეს „რეალის“ ხელწერაა“

ნაჩო ფერნანდესმა „ლივერპულთან“ დაპირისპირება შეაფასა...


„ყველა ბედნიერია, რადგან მადრიდის „რეალმა“ ბრწყინვალე მატჩი მოიგო. სამწუხაროა, რომ ალაბას შეცვლა მისი დაზიანების გამო მომიხდა, თუმცა ავსტრიელთან დაკავშირებით მალე გვექნება ცნობილი. იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია.“

„ლოგიკურად ვმუშაობ იმისთვის, რომ ყველა მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მოვხვდე, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ეს ფაქტობრივად გამორიცხულია.“

„მეგობრები, ოჯახის წევრები და უბრალოდ თანაგუნდელები კარგად ხვდებიან, რას ნიშნავს ჩემთვის სამეფო კლუბის მაისურით მე-300 დაპირისპირების ჩატარება. ეს დიდ შრომასთან და ამასთანავე ბედნიერებასთანაა დაკავშირებული.“

„მოედანზე შესვლა გახურების გარეშე მომიწია, მაგრამ ვეცადე, ბოძებული დრო სწორად გამომეყენებინა და საწყის წუთებში ფრთხილად ვმოძრაობდი.“

„ბოლო წლებში ჩემი ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილი ვარ. ამ სეზონში კონკურენცია განსაკუთრებით გაიზარდა, მაგრამ მაინც ვახერხებ სათამაშო წუთების მიღებას.“

„მომავლთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. სამეფო კლუბთან იდეალური ურთიერთობა მაქვს, უკეთესი მართლაც არ არსებობს. როდესაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღე გუნდის მენეჯმენტს აუცილებლად ვაცნობებ. სეზონის სტარტი რთული იყო, თუმცა ახლა ვითარება შეცვლილია.“

„გადაწყვეტილება სრულიად პირადია. არ მსურს არსებულ შემოთავაზებებზე საუბარი. „რეალი“ ჩემთვის ყველაფერია და მოვლენები ისე განვითარდება, როგორც საჭიროდ ჩავტვლი.“ dle 10.1

  • Hala
  • 22 თებერვალი 2023
  • 632
  • 1

1

22 თებერვალი 2023 18:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1870
მთელი გულს და სულს დებს რაც შეუძლია იმაზე მეტადაც კი თამაშობს ნამდვილი მადრიდისტაა😍😍

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)