ანჩელოტი: „როდესაც 2 ბურთით ვაგებდით, ვფიქრობდი რომ...“

კარლო ანჩელოტიმ „ენფილდზე“ მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვება შეაფასა.


„ვგონებ, ჯერ არაფერი დასრულებულა. „ლივერპულმა“ მეორე ტაიმში განიცადა ტანჯვა, ხოლო ჩვენ პირველ ნახევარში. დიდებული მატჩი გამოდგა, რითიც გაკვირვებული ვარ.“

„როდრიგომ ფანტასტიკური სამუშაო ჩაატარა უკანა ხაზში. ის მეტად სასარგებლო იყო შეტევაშიც.“

„როდესაც მე-14 წუთისათვის უკვე ორბურთიანი სხვაობით ვმარცხდებოდით, განვლილ სეზონში „მან.სიტისთან“ შესრულებულ „ქამბექზე“ ვფიქრობდი. მინდოდა, იგივე გამეურებულიყო და საბედნიოერიდ, ასეც მოხდა. მიუხედავად ცუდად დაწყებისა, კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს. დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ, დავიწყეთ ხიფათის შექმნა და გოლების გატანა. ისინი უფრო მეტ მომენტს მარცხნიდან ქმნიდნენ, ვინაიდან ჰენდერსონი ხშირად ერთვებოდა, მაგრამ ვალვერდეს ფლანგზე გადაწევით, მისი განეიტრალება შევძელით.“

„დიახ, რთული მატჩის მოლოდინი მქონდა. განვლილი პაექრობაში დაყენებული თერთმეტეული ბევრად განსხვავებული იყო, ვიდრე პარიზის შარშანდელ ფინალში. ჩვენ გაცილებით გახსნილად ვიასპარეზეთ.“

„„რეალი“ დღეს უფრო დიდი ფავორიტია, ვიდრე გუშინ იყო? ამაზე ვერაფერს გეტყვით. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უნდა ვეცადოთ, რომ 90 წუთის განმავლობაში გავაკონტროლოთ შეხვედრის სადავეები. „ლივერპული“ კონკურენტუნარიანია, რაც კარგად გამოჩნდა. ბრძოლა გაგრძელდება.“

„აღნიშნულ სტადიონზე გამარჯვების მოპოვება არასდროსაა მარტივი. ჩვენ გახარებულნი ვართ. ფეხბურთელები აუმჯობესებენ ასპარეზობას და როგორც ვთქვით, თებერვალს შესანიშნავი კონდიციებით შევხვდით. ახლა იწყება სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.“

„პირველ ტაიმში მარცხენა ფლანგზე გვქონდა პრობლემები, ვინაიდან მოდრიჩისთვის ფაბინიოს შევიწროვების დავალება მქონდა მიცემული და შესაბამისად, სალაჰს მეტი თავისუფლებით სარგებლობდა, თუმცა შემდეგ გეგმა შევცვალეთ და სიტუაციაც გამოსწორდა. ნაჩო შესანიშნავად ჩაერთო საქმეში. როგორც ყოველთვის, სადაც არ უნდა იასპარეზოს, მოწოდების სიმაღლეზეა.“

„არსებული მომენტისათვის ვინისიუსი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია მსოფლიოში. მისი მსგავსი არავინაა. ის უბრალოდ არ ჩერდება. ვიმედოვნებ, ბრაზილიელი ასე გააგრძელებს თამაშს.“

„ჩვენ საუკეთესო მოდრიჩს ვუყურებთ. მან დიდი წვილი შეიტანა გამარჯვებაში.“

„თქვენ ვერ ხვდებით, თუ რა ნიშანდობლივ როლს თამაშობენ ვეტერანი მოთამაშეები. კროოსი, ბენზემა და მოდრიჩი შემადგენლობას ლიდერობენ.“
dle 10.1


1

22 თებერვალი 2023 03:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1340
მადრიდშიც. 5 უნდა გაუტანოთ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)