ანჩელოტი:„თუ ამას გავაკეთებთ, „ლივერპულს“ „ენფილდზე“ მოვუგებთ“

კარლო ანჩელოტიმ „ლივერპულთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ეს არის შესანიშნავი სტადიონი და საოცარი გარემო. „ლივერპულს“ ნამდვილად შეუძლია გულშემატკივრებით იტრაბახოს. ზუსტად ვიცი, რომ სტადიონზე არცერთი ცარიელი ადგილი არ იქნება და ჩემს ფეხბურთელებს დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.“

„„ლივერპულის“ წინააღმდეგ „ბლანკოსმა“ ბოლო წლებში არაერთხელ მიაღწია წარმატებას, მაგრამ ხვალ ყველაფერი სუფთა ფუცრლიდან იწყება. მჯერა, რომ ფეხბურთელებს წარმატების მიღწევა შეუძლიათ, თუმცა ამისთვის დიდი შრომაა საჭირო.“

„ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებას მოუთმენლად ველით. საკმაოდ დიდი დრო გავიდა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ.“

„დიახ, ფინალი წარსულია, მაგრამ გვჯერა, რომ დაძაბულობა ისევ ისეთივე იქნება, როგორიც პარიზში იყო.“

„ყველა მატჩი განსხვავებულია, ასე იქნება ხვალინდელი პაექრობაც. დაძაბულობა იდენტური იქნება, მაგრამ ყველა მატჩს საკუთარი სპეციფიკა აქვს.“

„ბენზემა თავს კარგად გრძნობს და მერსისაიდელთა წინააღმდეგ დაპირისპირებას სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.“

„მოდრიჩმა ადრეც და ამ სეზონშიც არაერთხელ გვაჩვენა, რომ იმსახურებს კონტრაქტის გაფორმებას, ის საოცარი ფეხბურთელია და ჩემს დიდ პატივისცემას იმსახურებს.“

„კაზემირო უკვე წარსულია, ის ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ სეზონში მასთან ერთად აღარ ვთამაშობთ. რაც შეეხება კროოსს, მისი ფიზიკური კონდიციები არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ლივერპულში წამოგვეყვანა. ტონი გამოჯანმრთელების გზაზეა, მაგრამ „ენფილდზე“ თამაშს ვერ მოახერხებდა.“

„ვინისიუსის თამაშით ვტკბები. ეს არის არაორდინალური და საოცარი სისწრაფის მქონე ფეხბურთელი, რომელიც მომავალს შექმნის ისეთ მოთამაშეებთან ერთად, როგორებიც პედრი, გავი, მბაპე, ვალვერდე, კამავინგა, ჩუამენი, როდრიგო და სხვები არიან.“

„სასტარტო შემადგენლობაზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ. ჩუამენის არყოფნა დიდი პრობლემაა. 4-3-3 ან 4-4-2 სქემას გამოვიყენებ.“

„რასიზმი? ეს არის ძალიან ცუდი საქციელი, რომელიც უინტელექო და უკულტურო ადამიანების მხრიდან მოდის. პერსონალური მიმართვები სამარცხვინოდ მიმაჩნია. მე პირადად ვინისიუს ჟუნიორს დიდ მხარდაჭერას ვუცხადებ და ვფიქრობ, რომ ბრაზილიელი მთელ მსოფლიოს უყვარს.“

„იანვრის თვე მოდრიჩისთვის საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ ახლა ის მოწოდების სიმაღლეზე დგას. ჩვენ შეგვიძლია ლუკასგან მაქსიმუმი მივიღოთ. ხორვატის როლი „ლივერპულის“ წინააღმდეგ დაპირისპირებაში ძალიან დიდი იქნება.“

„მეტოქე გუნდის მხრიდან არავის გამოვყოფ. აქ არის მომენტი, როდესაც „რეალმა“ „ლივერპული“ უნდა დაამარცხოს, ამისთვის კი მთელი კოლექტივის წინააღმდეგ ნაყოფიერი ასპარეზობაა საჭირო. კლოპს ჰყავს სალაჰი, დარვინ ნუნიესი, ვან დაიკი და სხვა ლიდერები.“

„გამარჯვების საიდუმლო? ყველა მატჩი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. თუ „ენფილდზე“ წარმატების მიღწევა გვსურს, შეცდომა არ უნდა დავუშვათ და ინდივიდებზე არ ვიფიქროთ, ჩვენ მთელ „ლივერპულს“ უნდა დავუპირისპიროთ ფეხბურთი, რომელიც სამეფო კლუბს ახასიათებს. თუ ამას გავაკეთებთ, ტაბლოზე წარმატებული შედეგი დაფიქსირდება.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 თებერვალი 2023
  • 2103
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)