მოდრიჩი:„კონტრაქტის გახანგრძლივება დამსახურების გამო არ მსურს“

ლუკა მოდრიჩმა „ლივერპულთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„„ლივერპული“ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამოცდილი გუნდია. ჩვენ კლოპის კოლექტივთან ბოლო წლებში რამდენჯერმე მოგვიწია დაპირისპირება და ზუსტად ვიცით, რომ მერსისაიდული კლუბი ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება.“

„კროოსისა და ჩუამენის არყოფნა რა თქმა უნდა პრობლემაა, მაგრამ მჯერა, რომ ანჩელოტი საუკეთესო თერთმეტეულს აარჩევს, რაც წარმატების საწინდარი იქნება.“

„ბოლოდროინდელი კარგი შედეგები ახლაც უნდა გაგრძელდეს. ეს იქნება ურთულესი მატჩი, თანაც სტადიონზე, რომელზეც ლეგენდები დადის. „ლივერპული“ საშინაო არენაზე ყოველთვის საოცრად თამაშობს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ გუნდური სულისკვეთებით გავიმარჯვოთ.“

„მადრიდი ჩემი ცხოვრების კლუბია და აქ დარჩენა მსურს. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ხელმძღვანელობასთან საუბარი ჯერ არ მქონია, მაგრამ ამის დრო მალე დადგება.„

„სამეფო კლუბთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გავახანგრძლივებ, თუ ამას დავიმსახურებ. დაე, ჩვენი შეთანხმება დამსახურებული იყოს.“

„მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არ დავისვენე და ახლა ვფიქრობ, რომ შევცდი. ფორმის აღდგენა გამიჭირდა, მაგრამ ახლა ფიზიკური თვალსაზრისით თავს შესანიშნავად ვგრძნობ.“

„რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, ჩემი დამოკიდებულება და ურთიერთობა მადრიდულ გრანდთან არასდროს შეიცვლება. ძალიან მიყვარს ეს კლუბი და ისტორია, რომლის ნაწილიც ვარ.“

„კიდევ ერთხელ ვამბობ. კონტრაქტის გახანგრძლივება დამსახურებების გამო არ მსურს. ჩემი მიზანი ხარისხიანი ფეხბურთის თამაში და გუნდისთვის საჭირო მოთამაშედ ყოფნაა.“

„ჩვენს ახალგაზრდებს სამეფო კლუბში უდიდესი მომავალი აქვთ. ვამაყობ, რომ ვინისიუსთან, როდრიგოსთან, ფედერიკოსთან, კამავინგასთან და სხვებთან ერთად ვასპარეზობ. ჩვენ სხვადასხვაობა თაობის ფეხბურთელები ვართ, მაგრამ ერთად დიდ საქმეს ვაკეთებთ.“

„ბელინგემი „რეალში“? ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჯუდის მადრიდში ტრანსფერს ჩემს მომავალთან რამე კავშირი აქვს.“

„მე და კროოსი ერთად ვეღარ ვთამაშობს? გაკვირვებული ვარ, როდესაც ამას ამბობენ. ჩვენ ერთად ეპოქა შევქმენით. მახსენდება მატჩები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატამდე გაიმართა. ჩვენ ერთად ვასპარეზობდით სასტარტო შემადგენლობაში და არაერთხელ მივაღწიეთ წარმატებას.“

„ვინისიუს ჟუნიორს გუნდისგან სრული მხარდაჭერა აქვს. ვისაც ფეხბურთი უყვარს, მის მიმართ ასეთი გამონათქვამები არ უნდა გამოიყენოს, რადგან ბრაზილიელი სპორტის ამ სახეობას ალამაზებს.“

„ეროვნული ნაკრების დატოვება? ამაზე არ ვფიქრობ. ახლა ერთა ლიგაზე ვარ ორიენტირებული, შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება.“

„„რეალის“ მხრიდან არასდროს ყოფილა მოთხოვნა, რომელიც ხორვატიის ნაკრებიდან წამოსვლას უკავშირდებოდა.“

„ანჩელოტი ჩემს გოლებზე ფსონებს არ დებს (იცინის). ვფიქრობ, პენალტის დარტყმის შემთხვევაში მეტსაც გავიტანდი. დიახ, 6 ბურთზე მეტი სეზონში არასდროს გამიტანია, მაგრამ ვიმედოვნებ, ამ სეზონში უკეთესი შედეგი მექნება.“

„ჩემპიონთა ლიგის ისევ მოგება უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებს. როდესაც საქმე „რეალს“ ეხება, არაფერია გამორიცხული. ჩვენ ამ ტურნირზე მაქსიმუმს გავიღებთ იმისთვის, რომ მე-15 თასი მოვიგოთ.“

„„ლივერპულის“ თითქმის ყველა მოთამაშედ მეტ-ნაკლებად ვიცნობ. მათი თამაშების ყურება და გაანალიზება არ მჭირდება, რადგან ვიცი, რამხელა მასშტაბის ფეხბურთელებზე ვსაუბრობ. მერსისაიდელთა წინააღმდეგ არაერთხელ მიასპარეზია.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 თებერვალი 2023
  • 3897
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)