გაკპო:„„რეალი“ ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ“

კოდი გაკპომ მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


„დიახ, აქ ცოტა ხნის წინ გადმოვედი, მაგრამ სადებიუტო გოლის გატანა შევძელი, რამაც ძალიან გამაბედნიერა და მეტი თავდაჯერებულობა მომცა. პრემიერლიგაში ცუდ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ბოლო მატჩებში სტაბილურ თამაშს ვაჩვენებთ. დერბის მოგებამ ფსიქოლოგიური მუხტი მოგვცა, შემდეგ კი „ნიუქასლი“ დავამარცხეთ, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო.“

„ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა გვსურს. ვიცით, რომ ყველაზე რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ გუნდური სულისკვეთებით და შემართებით ჩვენ შევძლებთ „ენფილდზე“ გამარჯვებას და მეორე მატჩისთვის სათანადოდ მომზადებას.“

„შრომა გრძელდება. გასულ 2 ტურში ნაჩვენები შედეგები მეტ თავდაჯერებულობას მოგვცემს და გვჯერა, რომ გამარჯვებას ევროსარბიელზეც დავაფიქსირებთ.“

„როდესაც თამაშს იგებ, დადებითი განწყობა გეუფლება და ზოგადად გუნდშიც კარგი ატმოსფეროა. რთული პერიოდის დროს კი დამატებითი პრობლემები წარმოიშვება. ჩვენ ახლა საკმაოდ კარგ დინამიკაში ვართ და გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების. ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნებამ რესურსი მნიშვნელოვნად გაზარდა.“

„თუ „რეალის“ დამარცხება გვსურს, სწორედ ისეთივე ინტენსიურები უნდა ვიყოთ, როგორც „ევერტონთან“ და „ნიუქასლთან“. სამეფო კლუბი შეცდომებს არ გვაპატიებს, ამიტომ ყურადღება გვმართებს.“

„სახლში თამაში დიდი უპირატესობაა, მაგრამ ამასთანვე უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა, რომელიც შედეგს უკავშირდება. თუ მიზანს ვერ მივაღწევთ და წავაგებთ, ეს ძალიან მძიმე გადასატანი იქნება.“

„ადაპტაცია მარტივად გავიარე, რის გამოც მთელ გუნდს მადლობას ვუხდი. საოცარი თანაგუნდელები მყავს, მათთან კომუნიკაცია საერთოდ არ მიჭირს და ბედნიერებას ვგრძნობ.“

„ჩემპიონთა ლიგა ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი ტურნირია. ევროსარბიელზე დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ვეცდები, მთელი ჩემი რესურსი ჩავდო და „ბლანკოსის“ დამარცხება მოვახერხოთ.“

„ვაცნობიერებთ იმ ფეხბურთელების კლასს, რომლებიც „რეალში“ ირიცხებიან. ბენზემას, მოდრიჩს და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ აქვთ მოგებული. ეს მართლაც დიდი გამოცდილების მანიშნებელია.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 თებერვალი 2023
  • 532
  • 1

1

21 თებერვალი 2023 18:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1997
არავის შეუჭამო ძირში შე ძალათ ფეხბურთელო.....🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)