კლოპი:„ვიღაც იდიოტების გამო, ვინისიუსმა არ უნდა ინერვიულოს“

იურგენ კლოპმა „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დარვინ ნუნიესთან დაკავშირებით დამაიმედებელი ინფორმაციები გვაქვს. თავდასხმაში დარვინის დონის ფორვარდის ყოფნა მნიშვნელოვანია. ვნახოთ, მოხვდება თუ არა სასტარტო შემადგენლობაში.“

„მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელიც არასდროს ნებდება, არასდროს კარგავს თავდაჯერებულობას და ევროსარბიელზე უამრავჯერ მიუღწევია წარმატებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ კლუბზე, რომელთან მოგებაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ზუსტად ვიცით, რამხელა ამოცანა გვაქვს შესასრულებელი, მაგრამ საბრძოლველად მზად ვართ.“

„თუ „რეალის“ დამარცხება გსურს, შეცდომა არ უნდა დაუშვა და ბოძებული მომენტები გამოიყენო. სწორედ ეს არის „ბლანკოსის“ საიდუმლო. ამ გუნდმა შესაძლოა საუკეთესო ფეხბურთი არ ითამაშოს, მაგრამ მაინც გამარჯვებული დარჩეს, ხოლო თუ შენ გსურს მადრიდელთა წინააღმდეგ გამარჯვება, უნაკლო ფეხბურთელის ჩვენება გმართებს.“

„წინ 2 სუპერ თამაში გველის. ვიცით, რომ „ენფილდზე“ საოცარი მხარდაჭერა გვექნება, სწორედ ამიტომ „რეალი“ შინ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. ჩვენ ეს შეგვიძლია.“

„ბედნიერი ვარ იმ გულშემატკივრების გამო, რომლებიც მოედანზე მოვლენ და მხარს მხურვალედ დაგვიჭერენ. ჩვენთვის „რეალის“ დამარცხება და 1/4 ფინალში გასვლა ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ მძიმე პერიოდი გავიარეთ, მაგრამ მჯერა, რომ წინ აღმავლობის გზაა.“

„„რეალს“ ჰყავს რამდენიმე ფანტასტიკური მოთამაშე, ანჩელოტი კი ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებს. ბუნებრივია, ბოლო ფინალის წაგება არ დამვიწყებია, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ჩვენ წინ უნდა ვიაროთ.“

„სამეფო კლუბში უმაღლესი კლასის ფეხბურთს მხოლოდ გამოცდილი ფეხბურთელები არ თამაშობენ, ამ კოლექტივში რამდენიმე უნიჭიერესი ახალგაზრდაც ირიცხება.“

„მოდრიჩი, ვინისიუსი, ბენზემა, ვალვერდე და სხვები ყოველთვის ქმნიან ამინდს. „რეალი“ არასდროს ნებდება, არასდროს ნერვიულობს და უდიდეს გამოცდილებას ფლობს.“

„ვინისიუსის მიმართ რასისტების გამონთქვამები? იმედი მაქვს, ბრაზილიელი არ ნერვიულობს იმაზე, რომ ვიღაც იდიოტები მის დისკტრედიტაციას ცდილობენ. ასეთ ასაკში ჟუნიორმა შეძლო და სამეფო კლუბის უდავო ლიდერის სტატუსი მოირგო. სამხრეთ-ამერიკელს პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ დიდი მომავალი აქვს.“

„ტაქტიკა და სპეციალური მეურვეობა ვინისიუსს? მერწმუნეთ, მე მისი არ მეშინია. თუ ჟუნიორს სპეციალურ დაცვას დავუნიშნავ, მოდრიჩს და და ბენზემას ვინ გააჩერებს? სწორედ ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ და არა კონკრეტული ინდივიდები, არამედ სრულიად „რეალი“ გავაჩეროთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 თებერვალი 2023
  • 2317
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)