რაული: "მე სწორი არჩევანი გავაკეთე"

მადრიდის "რეალის" ექს-კაპიტანმა, რაულ გონსალეს ბლანკომ, ინტერვიუ მისცა გერმანულ პრესას, სადაც ისაუბრა თავის პიველ გატარებულ დღეებზე "შალკე04"-ში, მადრიდიდან წასვლის მიზეზებზე და ასევე იმ მოტივაციაზე, რომელიც აიძულებს მას მაღალ დონეზე იასპარეზოს.


-თქვენ გაატარეთ გერმანიაში სამი კვირა,როგორ მიდის ენის შესწავლის პროცესი?

-მე უკვე ვიცი, როგორ გამოითქმევა "გამარჯობა","საღამო მშვიდობისა" და "ნახვამდის", "მარჯვენა ფლანგი" და "ბურთი". მე გერმანულ ენაში კვირაში ორჯერ ვემზადები.

-როგორი იყო პირველი დღეები ახალ გარემოში?

-ძალიან სასიამოვნო. ჩვენ დიუსელდორფში ვიშოვეთ სახლი, სადაც ჩემი ოჯახი კომფორტულად იგრძნობს თავს და სადაც ჩემი შვილები შეძლებენ სკოლაში სიარულს. ჩვენ გვსურს დავტკბეთ ჩვენი ახალი ცხოვრებით.

-თქვენი შვილები შეუერთდებიან "შალკეს" საფეხბურთო აკადემიას?


-დიუსელდორფიდან გელზერკირხენამდე მცირე მანძილი არ არის, ამიტომ ჩვენ მათ დიუსელდორფის რომელიმე გუნდში ჩავრიცხავთ. მე ასევე მომწონს ჩოგბურთი, აქ ხოკეისაც თამაშობენ.

-რატომ გადაწყვიტეთ მადრიდის "რეალის" "შალკეზე" გაცვლა?

-ეს კლუბი ძალიან გაიზარდა, ის მუდამ ტიტულებისთვის იბრძვის, ფელიქს მაგათის ინტერესმა მე გამაოცა. გერმანიის ჩემპიონატი, ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში.

-თქვენ შეგეშინდათ, რომ მადრიდში სათადარიგო სკამზე ჯდომა მოგიწევდათ?

-მე ადვილად შემეძლო დარჩენა, მოურინიომ მე მხარდაჭერა გამომიცხადა, მაგრამ მე რაღაც ახლი მინდოდა. მე ვუსურვებ "მადრიდს" ყველაფერ საუკეთესოს, მაგრამ მე ახლა აქ ვარ და მინდა ამ კლუბს მთელი ენერგია მოვახმარო.

-როგორ მიგიღეს თანაგუნდელებმა?

შესანიშნავად, ისინი ყველაფერში მეხმარებიან.

-ახლა თქვენ გსურთ ჩემპიონობა "შალკესთან" ერთად, მართალია?

-დიახ, მართალია და მე ამისათვის ბევრი უნდა ვიმუშაო. ასეთი მწვრთნელით, როგორიც ჩვენ გვყავს, ყველაფერი შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მე ამ გუდში კარიერის დასრულება მსურს, აქ ყველა ოცნებობს ჩემპიონობაზე.

-თქვენი მთავარი კონკურენტი "ბაიერნი" იქნება?

სავარაუდოდ კი, მაგრამ არიან სხვა პრეტენდენტებიც.

-კიდევ ორი გოლი და თქვენ გახდებით საუკეთესო ბომბარდირი ევროპულ ტურნირებზე.


-ეს იყო ჩემი გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი, ეს მიზანი მე მოტივაციას მმატებს, მაგრამ არჩევანის შემთხვევაში, მე ბუნდესლიგის ჩემპიონობას ავირჩევდი.

-ეს სიმართლეა, რომ თქვენით ლივერპული იყო დაინტერესებული?

-იყო რამოდენიმე ინგლისური კლუბის ინტერესი, მაგრამ მე "შალკეს" სიტყვა მივეცი.

წყარო: As.com

ავტორი: CH1PO dle 10.1

  • CH1PO
  • 16 აგვისტო 2010
  • 1958
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)