ალვარო:„ეს წუთები ცხოვრებაში არ დამავიწყდება“

ალვარო როდრიგესმა „ოსასუნასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...


„ეს წუთები ცხოვრებაში არ დამავიწყდება. მწვრთნელისგან კონკრეტული დავალება მივიღე. შეტევაში მეტი აგრესია უნდა შემეტანა და ბევრი მემოძრავა. ვფიქრობ, ანჩელოტის გაცემული ავანსი გამართლე და ამაყი ვარ. ეს მართლაც დაუვიწყარი მომენტები იყო. ყველაფერი აქ დაიწყო და მჯერა, რომ ბედნიერი გაგრძელება ექნება.“

„მე ჩემს თამაშს ვთამაშობ და თავდაუზოგავად ვშრომობ წარმატების მისაღწევად. ყველაფერს გავიღებ მთავარ გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად, ეს ჩემთვის დიდი სიამაყეა.“

„გუნდი შესანიშნავია. კამავინგა მოვიდა და მუცელში მუშტებს მირტყამდა, ასევე დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი ფედერიკო ვალვერდესგან, რომელმაც განსაკუთრებულად მომილოცა წარმატების მიღწევა. ეს არის ძალიან მეგობრული კოლექტივი, სადაც ფეხბურთელებს ერთმანეთის წარმატება უხარიათ.“

„დიახ, აქ ტოპ ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ ყველა შემართულია და ძალ-ღონეს არ იშურებს პროგრესისთვის. დიახ, თავმდაბლობა საუკეთესო გზაა წარმატების მისაღწევად.“

„მიხარია, რომ ჩემი მშობლები აქ არიან და წარმატებას მათთან ერთად ვიზიარებ, ეს დიდი ბედნიერებაა.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 თებერვალი 2023
  • 935
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)