დიდი იმედგაცრუება და დიდი სიხარული

დიდი იმედგაცრუება და დიდი სიხარული


მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი მონაწილეობს. შეჯიბრის დასრულების შემდეგ მხოლოდ ერთი გუნდის ფეხბურთელები და ქომაგები გრძნობენ თავს კარგად. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, ასეა თუ ისე, მაინც უცნაური და გამორჩეული იყო. იყო ძალიან ბევრი უცნაური ნიუანსი, უცნაური მომენტი თუ სხვა.


დიდი იმედგაცრუება და დიდი სიხარული


ჯაბულანი:

ჯაბულანის ბურთით თითქმის ყველა ფეხბურთელი იყო უკმაყოფილო. ყველაზე მეტად უკმაყოფილება გამოთქვეს გუნდების მეკარეებმა. იტალიელთა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა, ბურთს იაფასიან ბაზარზე ნაყიდი უწოდა.

დიდი იმედგაცრუება და დიდი სიხარული


ჯანლუიჯი ბუფონი:

"მე თუ მკითხავთ ეს ბურთი საერთოდ არ ვარგა. მეკარე ვერ აკონტროლებს ბურთის მოძრაობას, მის სისწრაფეს და მის კონტურებს. ძალიან რთულად ასეღებია და თან სხვა ბურთებთან შედარებით წონაც განსხვავებული აქვს. მოკლედ რომ ვთქვა, ასეთი ბურთები ბაზრობაზე იყიდება, რამდენიმე დოლარად.“

მიუხედავად დიდი კრიტიკისა, გულშემატკივარმა მაინც ლამაზი გოლები იხილა ჩემპიონატზე. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩემპიონატის განმავლობაში საკმაოდ ცოტა გოლი გავიდა.

დიდი იმედგაცრუება და დიდი სიხარული


მსაჯები:

მსაჯები მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე აქტიური სამსჯელო თემა იყო. მსაჯებმა რამდენიმე გუნდის კარგ თამაშს დაღიც კი დაასვეს. უსაფუძვლოდ ჩათვლილი გოლები, უსამართლოდ არ ჩათვლილი, უსამართლოდ გაძევებული ფეხბურთელი და სხვა მრავალი. მსაჯის შეცდომამ თავი განსაკუთრებით მაშინ იჩინა, როდესაც ინგლისის ეროვნულ ნაკრებს გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს გერმანელთა კარში.

დიდი იმედგაცრუება და დიდი სიხარული


ფრენკ ლამპარდი:

"მსაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა, მე გოლი გავიტანე და იმ მომენტის მსვლელობის დროს დავინახე კიდეც, რომ ბურთმა ხაზი გადაკვეთა. როგორც წესი ამ დროს გატანილი გოლის ავტორი უფრო ცუდად ხედავს დარტყმის შედეგს ვიდრე მსაჯი, ჯერაც ვერ გამიგია, რატომ არ ჩამითვალეს გოლი. მე ვთვლი, გოლი რომ ჩათვლილიყო, ჩვენ მომდევნო ეტაპზე გავიდოდით.“

დიდი იმედგაცრუება და დიდი სიხარული


რიკარდო კაკა:

"მე მოედნიდან გამაძევეს, თუმცა ჩემი გულშემატკივრების წინაშე, მე მართალი ვარ. მასჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა. აფრიკელმა ფეხბურთელმა სიმულაცია მოახდინა, ვითომ მე მას ჩავარტყი სახეში ხელი, მე ეს არ გამიკეთებია და მსაჯი შეცდა. მე პორტუგალიასთან მატჩში ვერ მივიღე მონაწილეობა დისკვალიფიკაციის გამო, არადა ძალიან მსურდა კრისტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაში.“

დიდი იმედგაცრუება და დიდი სიხარული


არიენ რობენი:

"მსაჯებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს, პირდაპირ ვიტყვი, იდიოტური შეცდომები. ფინალში ჰოლანდია აშკარად იმსახურებდა გამარჯვებას, თუმცა მსაჯების გამო ეს არ მოხდა. მე როდესაც გოლის გასატანად საჯარიმოში ვიბრძოდი, პუიოლმა ჩემს წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია და ის ამისათვის უნდა დასჯილიყო, თუმცა მსაჯმა იდიოტური გადაწყვეტილება მიიღო და თამაში გაგრძელდა. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ძალიან დიდი მატჩია, აქ შეიძლება ერთხელ მოხვდეს ფეხბურთელი მთელი კარიერის განმავლობაში, ძალიან რთულია წაგება."

დიდი იმედგაცრუება და დიდი სიხარული


ვუვუზელა:

ვუვუზელა - საყვირი რომელსაც სტადიონზე ათასობით ადამიანი იყენებს. ფეხბურთელებმა, ტელე წამყვანებმა და ტელე მაყურებლებმა როგორც განაცხადეს, ეს ძალიან გამაღიზიანებელი იყო.

დიდი იმედგაცრუება და დიდი სიხარული


დელტატრეს წარმომადგენელი:

"ვუვუზელას ხმა აშკარად ახრჩოს სხვა საფეხბურთო სასიამოვნო ხმებს. არიან გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონზე ფეხბურთელებისთვის მღერიან გუნდის ჰიმნს, ამის მოსმენა აქ შეუძლებელი იყო, იმდენად დიდი ხმაური მიდიოდა სტადიონზე. ტელეწამყვანებისთვის ყოველთვის იდეალურ პირობებს ვქმნით, მათ შეუძლიათ იხილონ, რამდენი კილომეტრი გაიარა ფეხბურთელმა, იყო თუ არა ჯარიმა, სხვადასხვა გამეორებებთ ვაჩვენებთ ჩვენ მათ ამ კადრებს. თუმცა ვუვუზელას ხმის მოსპობა ფაქტობრივად შეუძლებელია, იმდენად დიდი ხმაურია, რომ მისი დაკეტვა აპარატურაში შესვლის დროს ძალიან რთულია. მხოლოდ ვიპოვეთ ერთი გამოსავალი, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ჩაუწიეთ ხმა, ამით გავანახვრეთ ეს საშინელი ზუზუნი."

დიდი იმედგაცრუება და დიდი სიხარული


ფელიპე მელო:

"ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიმყოფები, ყველა მე მაკრიტიკებს, იმის გამო, რომ მე სეზარს ხელი შეუშალე და გუნდმა გოლი გაუშვა. შევეცდები გულშემატკივარს აუხსნა, თუ რა მოხდა. როდესაც ჟულიო სეზარი კარიდან გამოდის, ყოველთვის გვაფრთხილებს და ჩვენ მას პოზიციას ვუთმობთ და ის ბურთს ხელებში იჭერს, ან მუშტებით იგერიებს. მატჩის დასრულების შემდეგ, როგორც ჟულიომ მითხრა, თურმე ყველა მცველი მისგან გაფრთხილებული ვიყავით, თუმცა მისი შეძახილი მე ვუვუზელას საშინელ ხმაურში ვერ გავიგონე და ხელი შეუშალე. ვუვუზელამ საბოლოოდ გადამწყვტი როლი ითამაშა ჩვენს დამარცხებაში. რომ არა ის გოლი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებდით."

ასეთი კოემანტარები მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უამრავმა ფეხბურთელმა გააკეთა, ეს კი ბუნებრივია, როგორც სტატიის დასაწყისში წერია: მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი მონაწილეობს. შეჯიბრის დასრულების შემდეგ მხოლოდ ერთი გუნდის ფეხბურთელები და ქომაგები გრძნობენ თავს კარგად. ეს გუნდი ესპანეთის ეროვნული ნაკრებია.

დიდი იმედგაცრუება და დიდი სიხარული


იკერ კასილასი:

"ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ თუ რას ვგრძნობ. მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება დიდი ოცნება იყო ჩემი, მე ეს ოცნება ავიხდინე. უდიდესი გრძნობაა, როდესაც შენ პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ესპანელი ფეხბურთელი ხარ, რომელმაც პირველმა შეეხო მსოფლიოს თასს და ის თავს ზემოთ აღმართა."

დიდი იმედგაცრუება და დიდი სიხარული


სერხიო რამოსი:

"ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს ჩემპიონატი. ესპანელი ხალხი ბედნიერია, ამით კი მე ვამაყობ. მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ენით აღუწერელი რამეა. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვაყვს და ამიტომაც შევძელით გამარჯვება. ყველას დიდი მადლობა"

დიდი იმედგაცრუება და დიდი სიხარული


ჟერარდ პიკე:

"ძალიან მაგარია, ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია. ესპანელი ხალხი ბედნიერია, მათ შორის ერთ-ერთი მე ვარ. ძალიან მიხარია, რომ ასე ადრეულ ასაკში მოვიპოვე ეს დიდი ჯილდო. 2008 წელს გუდმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, თუმცა მე გუნდში არ ვყოფილვარ და ეს ჩემპთვის პირველი ტრიუმფია, რომელიც ჩემს თანამემამულებთან ერთად მოვიპოვე.“


დიდი იმედგაცრუება და დიდი სიხარული


ანდრეს ინიესტა:

"ჩვენ შევძელით და მოვიგეთ ეს დიდი ტურნირი. ჯგუფური ეტაპის მატჩების დროს, არც კი წარმომედგინა, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვეძლო. მეგონა, რომ არ ვიყავით ისეთი ძლიერები, რომ ფინალში გავსულიყავით და თასიც მოგვეგო. ვისენტე დელ ბოსკემ შესანიშნავად განგვაწყო და ჩვენ ყველაფერი კარგად და ბრწყინვალედ გამოგვივიდა. თან ფინალში ერთადერთი გოლი მე გავიტანე, ეს დაუვიწყარია, სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება ეს შედევრი. სხვათაშორის როდესაც ბურთი გავიტანე თავი თამაშგარე მდგომარეობაში მეგონა. როდესაც მსაჯს შევხედე და გადავამოწმე, უსასღვროდ ბედნიერი ვიყავი. ერთი დარტყმით ესპანელ ერს, დიდი ბედნიერება ვაჩუქე. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ღებულობდა ამ გამარჯვებაში მონაწილეობას.

დიდი იმედგაცრუება და დიდი სიხარული


ვისენტე დელ ბოსკე:

"ესპანეთის ნაკრებს კარგი თაობა ჰყავს. ამიტომაც შევძელით და მივაღწიეთ წარმატებას. ამის გაკეთება ჩვენ არასოდეს მოგბეზრდება. ყველა პოზიციაზე მსოფლიო დონის ვასკვლავ გვყავს. მე მოგებული მაქვს უამრავი ტიტული, ჩემპიონთა ლიგაც კი. თუმცა სანაკრებო დონეზე აქამდე არაფერი მქონდა მოგებული და ბედნიერი ვარ, რომ პირველი სწორედ მსოფლიოს თასი აღმოჩნდა. მე ასევე შანსი მაქვს მოვიგო ევროპის ჩემპიონატი, რისთვისაც ესპანეთის ნაკრები აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებს."

სტატიის ავტორი: kaka-ika dle 10.1

  • kaka-ika
  • 16 აგვისტო 2010
  • 2469
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)