ვალვერდე:„ანჩელოტი გენიალური მწვრთნელია“

ფედერიკო ვალვერდემ „ოსასუნას“ წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა შეძლო. ურუგვაელის გოლმა დაპირისპირებაში გარდამტეხი როლი ითამაშა და საბოლოო ჯამში სამეფო კლუბმა გადამწყვეტი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში...


„პამპლონური კლუბი საშინაო არენაზე ყოველთვის ბევრს იბრძვის. ვიცოდით, რომ მარტივი მატჩი არ გველოდა, მაგრამ გამარჯვება სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ, სწორედ ამიტომ ყველა მატჩს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ფინალს.“

„მეორე ტაიმში გაცილებით მეტი სივრცე ვიპოვეთ და აგრესიულები ვიყავით. დროის გასვლასთან ერთად ჩვენი შანსი მცირდებოდა, მაგრამ იმატებდა მოტავაცია და ჟინი. ჩვენ აუცილებლად უნდა მიგვეღწია წარმატებისთვის. საბედნიეროდ, მეტოქის კარი ავიღეთ, რამაც „ოსასუნა“ გატეხა და ჩვენ მეტი შესაძლებლობა მოგვცა.“

„სამწვრთნელო შტაბში მეუბნებიან, რომ 10 გოლიანი ნიშნულის გადალახვის შემდეგ 20-იან ნიშნულზე მისვლაც შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ რთული იქნება.“

„ყოველთვის ვცდილობ, ვიპოვო ჩემი სივრცეები და მაქსიმუმი გავიღო გუნდის დასახმარებლად, როგორც შეტევის დროს, ასევე თავდაცვითი ფუნქციების შესრულებისას. მოედანზე ყველგან დავრბივარ და ვცდილობ, იქ გავჩნდე, სადაც საჭიროება არსებობს.“

„მადლობა კარლო ანჩელოტის, ის ჩემზე ყოველთვის კარგად ზემოქმედებს და მოტივირებულს მხდის.“

„თავდაჯერებულობა არასდროს მაკლდა, მაგრამ ყოველთვის პასის გაკეთებას ვამჯობინებდი. ახლა როდესაც კარშია დასარტყმელი, ამას ვაკეთებ, დიახ, ეს სწორედ ანჩელოტის დამსახურებაა, რომელმაც საკუთარი ძალები მაგრძნობინა.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 თებერვალი 2023
  • 481
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (175)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)