ანჩელოტი:„„ლივერპულთან“ „რეალის“ შემადგენლობა სოლიდური იქნება“

კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნასთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გუნდი მასპინძელს რამით აღემატებოდა. ფაქტია, რომ „ოსასუნამ“ ბევრი მომენტი შექმნა. ბევრი ვიწვალეთ და საბოლოო ჯამში სასურველი ანგარიში დავაფიქსირეთ. „ელ სადარზე“ მოგება ნამდვილად არ ყოფილა მარტივი.“

„ალვარო როდრიგესი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. სიმაღლის გამო ბრწყინვალედ ასპარეზობს მეორე სართულზე და არაერთი დადებითი თვისება აქვს. ახალგაზრდული გუნდიდან მთავარ გუნდში ფეხის მოკიდება მარტივი არ არის, მაგრამ მჯერა, რომ როდრიგერი ბევრს ითამაშებს. მან დროის მცირე მომენტში ბევრი სარგებელი მოიტანა.“

„ვინისიუსის თამაში ძალიან წარმატებული იყო. ბრაზილიელმა შემტევმა მეორე ტაიმში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. როდესაც პამპლონელები დაიღალნენ, ჟუნიორის მოძრაობები უფრო დიდ ხიფათს ქმნიდა.“

„ორელიან ჩუამენის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც „ოსასუნასთან“ დაპირისპირებისთვის მისი გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ვიმედოვნებ, „ლივერპულთან“ მატჩისთვის ფრანგი მზად იქნება, ისევე როგორც კროოსი და ბენზემა. მათი როლი ძალიან დიდია.“

„კამავინგა სისწრაფეს კარგად იყენებს. ფრანგი მოთამაშე მომენტის ყველა წერტილშია და გუნდს მეტ ტემპს აძლევს.“

„ალვარო მთავარ გუნდში? ვფიქრობ, მას ხშირად გამოვიძახებთ, თუმცა რაულთან კომუნიკაცია მოგვიწევს.“

„ვინისიუსის მიმართ არსებული აგრესია, რომელიც ქომაგებმა სხვადასხვა გამონათქვამით გამოამჟღავნეს სამარცხვინოა, სხვას ვერაფერს ვუწოდებ.“

„რატომ ნაჩო და არა დანიელ კარვახალი? ეს უკანასკნელი „ლივერპულთან“ სასტარტოში იასპარეზებს.“

„მსაჯის მოქმედებები? პირველი ტაიმის შემდეგ არბიტრთან მივედი და ჩემი პოზიცია დავუფიქსირე. დარწმუნებული ვარ, შეცდომებს ყველა აანალიზებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 თებერვალი 2023
  • 3488
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (193)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)