კამავინგა:„„რეალისთვის“ შეუძლებელი არაფერია“

ედუარდო კამავინგამ „ელჩესთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...


„ეს მატჩი „რეალის“ აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა და ტაბლოზე ნაჩვენები შედეგიც ლოგიკურია. დიახ, „ბარსელონასთან“ 11 ქულიანი სხვაობა აუცილებლად უნდა შემცირებულიყო. ჩავის გუნდის ჰანდიკაპი ახლაც დიდია, მაგრამ „რეალისთვის“ შეუძლებელი არაფერია, შარშანდელ სეზონში ამაში მეც დავრწმუნდი.“

„ნახევარდაცვაში თამაში გაცილებით უფრო მომწონს, ვიდრე დაცვის მარცხენა ფლანგზე, მაგრამ როდესაც საჭიროება დადგება, ამ პოზიციასაც მოვირგებ.“

„კროოსისგან და მოდრიჩისგან ბევრს ვსწავლობ. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო დრო, რომელსაც მათთან ერთად ვატარებ.“

„მიხარია, რომ ბევრი გოლი გავიტანეთ. გუნდი შეტევაში შესანიშნავი იყო და არაერთი მომენტი შექმნა.“

„თებერვლის მეორე ნახევარი და მარტის ძალიან რთული იქნება, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მობილიზებაა საჭირო. გუნდს კარგი დინამიკა აქვს და ვეცდებით გამარჯვებების სერია რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.“

„კარის მშრალად შენახვა დამატებითი მოტივაციაა.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 თებერვალი 2023
  • 399
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (202)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)