ანჩელოტი:„მან შესაძლოა „რეალი“ დატოვოს“

კარლო ანჩელოტიმ „ელჩესთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„სკანდალი, რომელიც მსაჯთა კომიტეტს და „ბარსელონას“ უკავშირდება? ეს ძალიან რთული საკითხია. სჯობს, ახლა კონკრეტული პასუხი არ გაგცეთ. ბუნებრივია, ფეხბურთისთვის მსგავსი რამ კარგი ვერ იქნება.“

„გუნდი უმატებს და სხვაგვარად არც შეიძლება. წინ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დაპირისპირებები გველის. მიხარია, ფიზიკური თვალსაზრისით თავს კარგად ვგრძნობთ.“

„კროოსი და მოდრიჩი საუკეთესოები არიან. არ აქვს მნიშვნელობა ისინი სკამზე სხედან, თუ მოედანზე ვხედავთ საქმეში. ნამდვილად არ ვიცი, როგორ განვითარდება მათი კარიერა, მაგრამ მსურს, რომ ორივე დიდი ხნის მანძილზე იდგეს „მერენგების“ სადარაჯოზე. კროოსის წასვლა? არ ვიცი, რას მეკითხებით. ამ ეტაპზე გერმანელის წასვლა სავსებით შესაძლებელია, რადგან კონტრაქტს ვადა ეწურება, მაგრამ ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში ტონი ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.“

„როდრიგოსთვის შეტევის მარცხენა ფლანგზე ასპარეზობა კომფორტია, ზოგადად ის უნივერსალური ხასიათის ფეხბურთელია და თავს ყველგან კომფორტულად გრძნობს. ის არ არის ვინისიუსივით სხარტი და აგრესიული ერთ-ერთზე, მაგრამ აქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი თვისებები, რაც „ბლანკოსისთვის“ ზოგიერთ მომენტში გარდამტეხია.“

„მადლობა მარკოს, მან დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. არ ვიცი, დარჩება თუ არა კლუბში. მომავალი თვეები ყველაფერს გვიჩვენებს.“

„კონცენტრაციის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. უბრალოდ, როდესაც ანგარიში 3:0-ია, შედარებით ნაკლებს უტევ და ცდილობ, ძალები დაზოგო.“

„დავიდ ალაბას დაცვის მარცხენა ფლანგზე წლები აქვს გატარებული, შესაბამისად, გაცილებით შეჩვეულია ამ პოზიციას, ვიდრე კამავინგა. ვფრიქრობ, ავსტრიელს ცენტრში შეწევის შემდეგ ფლანგელობა არ დავიწყებია.“

„სებალიოსი აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. ესპანელი მოთამაშე მაქსიმალურად სარგებლობს იმ შესაძლებლობებით, რომელიც ეძლევა. ფაქტია, რომ ამ სეზონში დანის საუკეთესო გამოსვლები აქვს.“

„ჩუამენის დასვენების საშუალება მივეცი, მის ადგილზე კი კამავინგამ იასპარეზა.

„ელჩესთან“ მატჩში გუნდის ყველა მოთამაშე მოწოდების სიმაღლეზე იდგა.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 თებერვალი 2023
  • 3485
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)