ანჩელოტი: „ბენზემა ბავშვი აღარ არის, მაგრამ...“

კარლო ანჩელოტიმ „ელჩესთან“ დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა.


„გუნდი თავს კარგად გრძნობს. მოხარულნი ვართ, რომ ისევ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოგვიწევს ასპარეზობა.“

„„ელჩეს“ წინააღმდეგ ლუკას ვასკესი დაგვიბრუნდება, ხოლო ტონი კროოსი ვერ დაეხმარება თანაგუნდელებს. მწყობრშია ედერ მილიტაოc, რომელიც მუნდიალის ფინალსაც მზადყოფნაში შეხვდა. რაც შეეხება კურტუას, ბელგიელი „ოსასუნასთან“ შეძლებს მოედანზე გასვლას.“

„„FIFPro“ განაცხადი ვინისიუსის გარეშე? არ გავცნობივარ აღნიშნულს, თუმცა თუ ვინის ადგილი ვერ მოიძებნა, ეს არის შეცდომა.“

„დაცვის მარცხენა ფრთა? ვერ გეტყვით, გააგრძელებს თუ არა კამავინგა ასპარეზობას ამ პოზიციაზე. მან წარმატებით გაართვა თავი ახალ ამპლუას, მაგრამ ეს საგანგებო სიტუაციის დროს მოხდა. განივიხილავთ ალაბასა და ნაჩოს ვარიანტებსაც.“

„ნაჩოს ყოველთვის წარმატებით ასპარეზობს. გააგრძელებს თუ არა კონტრაქტს, მისი გადასაწყვეტია.“

„ვინისიუსის ნაცვლად „ელჩესთან“ როდრიგო ითამაშებს მარცხენა შემტევად.“

„„ბარსელონა“ შესანიშნავად გამოიყურება, ჩავის კოლექტივი საკმაოდ სოლიდურია. ისინი ცოტა გოლს უშვებენ, რაც წარმატების გასაღებია.“

„დიდი ალბათობით, ედენ აზარი ხუთშაბათს განაახლებს ვარჯიშს.“

„არ ვფიქრობ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ვიყოთ. „რეალი“ ყველა ტურნირზე ბოლო წუთამდე იბრძოლებს.“

„მართალია, კარიმი ბავშვი აღარ არის, თუმცა, ვგონებ, მომავალ სეზონშიც ნაყოფიერი იქნება. ახალი ცხრიანი? ახლა ამაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არ არის.“

„ჩემი აზრით, კროოსი კარიერას არ დაასრულებს, ვნახოთ, რა მოხდება.“

„საჭიროა დაცვაში საიმედო თამაში. რიგ შემთხვევებში მიუტევებენ შეცდომებს ვუშვებთ, რაც დაუშვებელია.“

„ვერ გეტყვით, უკვე მოაწერა თუ არა ახალ კონტრაქტს ხელი ბენზემამ. ჩემი პოზიცია არის, რომ ლეგენდები უნდა დარჩნენ ამ კლუბში.“

„ბრაზილიის მწვრთნელობა? შემადგენლობის ბრაზილიელი ფეხბურთელები ბევრს ხუმრობენ ამასთან დაკავშირებით, რეალობა კი განსხვავებულია. სამეფო კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება მაკავშირებს და მას 2024 წლის ზაფხულამდე აქვს ვადა.“
dle 10.1


1

14 თებერვალი 2023 16:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 29
ლუნინი გინდ ყოფილა კარში გინდ არა მგონი ლუის ლოპესმა აჯობოს და დააყენოს ერთხელ მაინც იქნებ ივარგოს ან არიბასი 15 წუთი მაინც ათამაშოს.

2

14 თებერვალი 2023 18:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1185
„„FIFPro“ განაცხადი ვინისიუსის გარეშე? არ გავცნობივარ აღნიშნულს, თუმცა თუ ვინის ადგილი ვერ მოიძებნა, ეს არის შეცდომა.“
ვინ არ იცოდა ვინისიუსს რო 5 ყვითელი ჰქონდა, ანჩელოტიმ?

3

14 თებერვალი 2023 22:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 776
ციტატა: nika 54
„„FIFPro“ განაცხადი ვინისიუსის გარეშე? არ გავცნობივარ აღნიშნულს, თუმცა თუ ვინის ადგილი ვერ მოიძებნა, ეს არის შეცდომა.“
ვინ არ იცოდა ვინისიუსს რო 5 ყვითელი ჰქონდა, ანჩელოტიმ?

მანდ ფიფას ტოპ მითამაშეების მოკლე სიაზეა ლაპარაკი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)