რიკარდო კაკას ინტერვიუ

რიკარდო იზექსონ დოს სანტოს ლეიტე, ცნობილი როგორც, რიკარდო კაკა, Marca-ს ჟურნალისტებს გაესაუბრა და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ესპანელ კორესპონდენტთან ძალიან გულახდილად ისაუბრა თავის მომავალ გეგმებზე, კლუბზე, თანაგუნდელებზე და მწვრთნელზე...


- ერთ კვირაზე მეტი გავიდა რაც ოპერაცია გაიკეთეთ, თავს როგორ გრძნობთ?

- ძალიან კარგად. დიახ, სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც მუხლზე ოპერაცია გავიკეთე. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, თუმცა ვერ ვიტყვი ბედნიერი ვართქო... ახლა მხოლოდ ის დამრჩენია, რაიმე პოზიტიურზე ვიფიქრო და ტრავმის მოშუშებას დაველოდო. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება.

- არსებობს იმის შანსი, რომ ტრავმა დროზე ადრე მოგიშუშდეთ და მოედანს მოულოდნელად დაუბრუნდეთ?

- სიმართლე გითხრათ არ ვიცი. მე გვერდით ოჯახის წევრები მიდგანან, შვილები, მეგობრები... ვფიქრობ, ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ განვითარდება და მოედანს სრულყოფილ ფორმაში დავუბრუნდები. ძალიან მინდა უწინდელი ფორმა აღვიდგინო და მადრიდელი "ინჩასების" გული მოვინადირო.

- ფსიქოლოგიურად ხომ არ დაგთრგუნათ, მედიკოსთა მოხსენებამ?

- ნაწილობრივ კი, მაგრამ საერთო ჯამში თავს კარგად ვგრძნობ. ახლა ისღა დამრჩენია, სიმშვიდე შევინარჩუნო და სარეაბილიტაციო კურსები სრულყოფილად გავიარო. ამგვარ სიტუაციაში, მთავარია გართულებები ავიცილო თავიდან...

- რას ამბობენ, თქვენი მეუღლე და შვილები? ალბათ მხარში გიდგანან...

- დიახ, რა საკვირველია. ჩემი შვილი ჯერ მხოლოდ ორი წლისაა, იგი სამყაროს სრულყოფილად ჯერ-ჯერობით ვერ აღიქვამს და შესაბამისად მისგან დამამშვიდებელი სიტყვები ჯერ არ მომისმენია. გამოჯანმრთელებაში მე მისი მომაჯადოვებელი ღიმილი მეხმარება, რომელიც ჩემთვის ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასია. აი რაც შეეხება ჩემს მეუღლეს... იგი, როგორც ყოველთვის ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. მისგან მხოლოდ დადებითი აურა მოდის.

- უიღბლო ხართ?

- არა, ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. ჩემი აზრით ადამიანი თავის ბედს თვითონ ქმნის, ასე რომ ჩემს ტრავმიანობას უიღბლობას ნამდვილად ვერ დავაბრალებ.

- მადრიდში გადმობარგებამდე, საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ყოველგვარი ტრავმების გარეშე ასპარეზობდით...

- მე ყოვლთვის ვცდილობ საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ვიყო. ჩემს ტრავმიანობას მადრიდში გადმობარგებას ნამდვილად ვერ დავაბრალებ, რადგან ეს სპორტია, სადაც ყველაფერი ხდება. ფეხბურთში რაიმე სახის პროგნოზებისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან არავინ იცის მომავალში რა მოხდება.

- საქმე ოპერაციამდე რატომ მიიყვანეთ, არ შეგეძლოთ ამ ყველაფრისთვის თავი აგერიდებინათ?

- გასულ წელს უამრავი გამოკვლევა ჩამიტარდა. მადრიდელი და ბრაზილიელი მედიკოსები ფიქრობდნენ, რომ ჩემი ტრავმა ოპერაციის გარეშეც მოშუშდებოდა და შესაბამისად, მანამ დაზიანებამ ბოლო სტადიამდე არ მიაღწია, ოპერაცია არ ჩატარებულა. ოპერაცია წარსულს ჩაბარდა, ახლა ჩემი მთავარი საზრუნავია ფორმა აღვიდგინო და სპორტული ცხოვრება განვაგრძო.

- მადრიდელმა მედიკოსებმა თქვენი მუხლი საფუძვლიანად შეისწავლეს და საბოლოოდ "მენისკი" დაგიდგინეს... რატომ მოყვა ამ ყველაფერს შემდეგი გართულებები?
- ამ შემთხვევაში საქმე გვქონდა არამარტო მენისკთან, არამედ კუნთების სპაზმთან, რომელმაც შემდგომი გართულებები გამოიწვია.

- ექიმმა მარტინესმა განაცხადა, რომ თქვენ ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ მატჩში გაუსაძლის ტკივილებს განიცდიდით, მაგრამ ის შეხვედრა მაინც ჩაამთავრეთ...

- მე ტკივილებს, არამარტო სანაკრებო მატჩების დროს, არამედ საკლუბო ტურნირების დროსაც განვიცდიდი... იყო შემთხვევები, როდესაც მუხლის გარდა სხეულის სხვა ნაწილებიც მტკიოდა, მაგრამ მაინც გავდიოდი მოედანზე სათამაშოდ...

- და თქვენ ამას რატომ აკეთებდით?

- ექიმი მარტინესი, უმაღლესი დონის სპეციალისტია. ვფიქრობ, მან თავის განცხადებებში არსებულ მდგომარეობას ცოტათი გადააჭარბა, თუმცა საერთო ჯამში სიმართლე მოგახსენათ. მარტინესმა განაცხადა, რომ არ უნდა მეთამაშა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობდი... ჩემი აზრით ფეხბურთელმა, საკუთარი გუნდისთვის მაქსიმუმი უნდა გაიღოს, ვფიქრობ მე ეს მოვახერხე და ჩემი ვალი მოვიხადე.

- მარტინესის განცხადებას თუ დავეყრდნობით, მაშინ თქვენ საკუთარი კარიერა საფრთხის ქვეშ დააყენეთ?


- კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, ექიმი მარტინესის განცხადება ცოტა გაზვიადებული იყო. ჩემს თავზე პასუხისმეგებელი მე ვარ!

- თქვენ მთელი შვებულება მედიკოსებთან კონსულტაციებში გაატარეთ...

- დიახ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ეს ყველაფერი სიამრთლეა. მუნდიალის დასრულების შემდეგ, მე სამშობლოში დავბრუნდი სადაც, კვირაში 48 საათის განმავლობაში მედიკოსებთან გავდიოდი კონსულტაციებს. 15 დღიანი დასვენების შემდეგ, მე ამერიკელ ექიმებს ვესაუბრე და საბოლოოდ გადავწყვიტეთ ოპერაციის გაკეთება, ვფიქრობ შექმნილ სიტუაციაში ეს საუკეთესო გამოსავალი იყო.

- ვფიქრობ დამალვას არანაირი აზრი არა აქვს (ჟურნალისტი), თქვენ ყველა გამოკვლევა სრულყოფილად ჩაგიტარდათ?

- რა თქმა უნდა არა. ყველა პროცედურა, რომ დროულად ჩატარებულიყო, ვფიქრობ ახლა ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი. თუმცა ვაღიარებ, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია.

- იცოდით, რომ ყველა კრიტიკოსი, რომელიც ხმამაღლა გაიძახოდა, რომ თქვენ საკლუბო მატჩებში მონაწილეობას, ასე ვთქვათ "თავის შესანახად" არ იღებდით, დღეს თავის უწინდელ საქციელს ძალიან ნანობს?

- მე ვიცი ამის შესახებ. პრობლემა ისაა, რომ ხალხი ხშირად მცდარ ინფომრაციებს იღებს. ახლა ამბობენ, რომ მე არაპროფესიონალი ფეხბურთელი ვარ, რადგან გამოკვლევები დროულად არ ჩავიტარე... მე კარგად მესმის, რომ კლუბმა და გულშემატკივარმა ჩემზე უზარმაზარი ავანსები გასცა, მაგრამ ჩემი მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოთ, მე ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ, ამჟამად სრულყოფილად თამაში არ შემიძლია, თუმცა გპირდებით, რომ მე დავბრუნდები...

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კვლავ მადრიდის "რეალის" სახელით გესაუბრებით.

- მოდით ახლა პირად ცხოვრებაზე ვისაბროთ... თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- წიგნებს ვკითხულობ, მეგობრებთან ერთად ვსეირნობ, ოჯახის წევრებს ვეხმარები...

- ალბათ ვალდანოს და მაურინიოს მხარდაჭერა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია...

- კლუბი მუდამ გვერდში მიდგას, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

- როგორ ფიქრობთ, მოვა დრო და კაკა კვლავ მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელ იქნება?

- ძნელია ამ სიტუაციაში, ასეთ რამეებზე საუბარი, თუმცა გამორიცხული არაფერია.

- რას ეტყოდით თქვენს გულშემატკივრებს?

- მხარდაჭერისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი... - "გპირდებით, უახლოეს მომავალში თქვენს წინაშე ის რიკარდო კაკა წარსდგება, რომელსაც ელით"...

- ალბათ ბევრს ლოცულობთ...

- რა თქმა უნდა. ასეთ რთულ მომენტებში ლოცვების კითხვა ყველაზე მეტად მეხმარება.


ინფორმაციის წყარო: Marca.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

  • kevlisha
  • 15 აგვისტო 2010
  • 2203
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)