გამარჯობა, მე თქვენი გუნდის ახალი ფეხბურთელი ვარ !

გამარჯობათ, მე თქვენი გუნდის ახალი ფეხბურთელი ვარ ! - მოდი ძმაო მოდი კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს კლუბში, გისურვებთ გამარჯვებებს, წარმატებებს, ბედნიერებას, ჩვენთან და ჩვენს კლუბთან ერთად. თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.


გასულ ზაფხულსა თუ ამ ზაფხულს ასეთი სიტყვები ძალიან ხშირად ისმოდა მადრიდის რეალში. კლუბმა სატრასფერო ბაზარზე 2009 წელს 250 მილიონამდე დახარჯა. მადრიდის რეალი დიდი კლუბია და ამას ყველა ფეხბურთელი აღნიშნავს. აქ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.

თუ ფეხბურთელს მადრიდის რეალის მაისური აცვია და სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშობს, იქ შეკრებილი გულშემატკივარი ბოლო ხმაზე ყვრის, ჰალამადრიდ, ეს ფეხბურთელისთვის საოცარი ადრენალინია.

გამარჯობა, მე თქვენი გუნდის ახალი ფეხბურთელი ვარ !


კრიშტიანუ რონალდუ:

მადრიდის რეალში თამაში ალბათ ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. როდესაც აქ გადმოვდიოდი საოცრად ვღელავდი. სანტიაგო ბერნებეუზე სოოცარი ატმოსფეროა. რეალის ფეხბურთელებმა ძალიან გულთბილად მიმიღეს, აქ ყველაფერი ისეთია, როგორზეც ვოცნებობდი. ძალიან მინდა კლუბის ისტორიაში შევიდე და ბევრი ტიტული მოვიგო.

გამარჯობა, მე თქვენი გუნდის ახალი ფეხბურთელი ვარ !


რიკარდო კაკა:

მე მილანში ყველაფერი მოვიგე, რაც შემეძლო. მე ყოველთვს ვამბობდი, რომ მილანი ჩემს გულში მუდამ იარსებებს და ახლაც იგივეს გავიმეორებ. როდესაც რეალის მაისური პირველად ჩავიცვი ძალიან ავღელდი. ჩემს პრეზენტაციაზე ათასობით ხალხი მოვიდა, ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ამ კლუბში ყველაფერი საუკეთესოა. შევეცდები კლუბს დავეხმარი ბევრი ტიტულის მოგებაში.


გამარჯობა, მე თქვენი გუნდის ახალი ფეხბურთელი ვარ !


ჩაბი ალონსო:

ლივერპულში დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი, იქ მოვახდინე ჩემი საუკეთესო თვისებების გამოვლენა. მოვიგე ძალიან ბევრი ტიტული და გამიჩნდა სურვილი, დავბრუნებულიყავი ჩემს სამშობლოში. რეალი დიდი და ისტორიული გუნდია, აქ თამაში ნებისმიერის ოცნებაა, მათ შორის ჩემიც. ბედნიერი ვარ რომ მომეცა საშუალება, მოედანზე რეალის მაისურით გავიდე.


გამარჯობა, მე თქვენი გუნდის ახალი ფეხბურთელი ვარ !


კარიმ ბენზემა:

მადრიდის რეალში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ეს ოცნება ავიხდინე. ყოველთვის ვადევნებდი თვალყურს ამ გუნდის თამაშებს და ვხედავდი, რომ აქ ყველაფერი სხვანაირია და განსაკუთრებულია. რეალი უდიდესი გუნდია, დიდი ისტორიით, დიდი საფეხბურთო ფილოსოფიით, აქ თამაში საოცრება იქნება. თავს არ დავზოგავ ამ გუნდისთვის, ბავშვობიდან ვოცნებობ აქ მოხვედრაზე და მე უფლება არ მაქვს ვერ გავამართლო. შევეცდები ძალიან სწრაფად გავიარო ადაპტაცია და გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო.

გამარჯობა, მე თქვენი გუნდის ახალი ფეხბურთელი ვარ !


რაულ ალბიოლი:

როდესაც მადრიდში ჩამოვედი საოცრად თბილი დახვედრა მომიწყვეს გულშემატკივრებმა, საოცრება იყო. არც კი წარმომედგინა, თუ ოდესმე რეალში მოვხვდებოდი. ყოველთვის მსურდა აქ მოხვედრა, თუმცა მეგონა რომ ეს მხოლოდ ოცნება იყო, ახლა მე მოვირგე სამეფო კლუბის მაისური და ამით ვამაყობ. აქ ყველაფერი საუკეთესოა, შევეცდები კლუბის ერთ-ერთი მთავარი წევრი გავხვდე და ტიტულები მოპივოვო. ამისთვის არაფერს დავიშურებ.


გამარჯობა, მე თქვენი გუნდის ახალი ფეხბურთელი ვარ !


სამი ხედირა:

ჩემი ოცნება ასრულდა, მე მადრიდის რეალის მაისურით გავალ სანტიაგო ბერნაბეუზე. ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა. რეალი დიდი გუნდია, მათ ჩემი ყიდვა ისურვეს და შეძლეს კიდეც. ამით უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, საოცარი გრძნობაა, როცა სამეფო კლუბის საპატიო მაისურს მოირგებ და გახვალ მოედანზე სუპერ ვარსკვლავებთან ერთად. თავს არ დავზოგავ ამ გუნდისთვის, ყოველთვის ბოლომდე ვითამაშებ.

გამარჯობა, მე თქვენი გუნდის ახალი ფეხბურთელი ვარ !


პედრო ლეონი:

მადრდის რეალი გარედან უზარმაზარ კლუბად ჩანს და ახლა როცა ამის ნაწილი ვარ შემიძლია ვთქვა, რომ გაცილებით დიდი კლუბია ვიდრე ჩანს. ამ გუნდში თამაში დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებს და აქ თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობ. ძალიან გახარებული ვარ, რომ გუნდის ნაწილი ვარ და ამ მაისურს დიდი სიამაყით ვატარებ.


გამარჯობა, მე თქვენი გუნდის ახალი ფეხბურთელი ვარ !


ანხელ დი მარია:

მე ყოველთვის ვოცნებობდი, მადრიდს რეალში თამაშზე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბენფიკას ღირსებას ვიცავდი, უამრავი ევროპული გრანდისგან ვიღებდი სხვა და სხვა სახის შემოთავაზებებს, თუმცა მინდა ვაღიარო, რომ მათზე სერიოზულად არასდროს დავფიქრებულვარ... ეს ყველაფერი იქამდე გრძელდებოდა, სანამ სატრანსფერო ასპარეზზე, მადრიდის რეალი არ გამოჩნდა. მივიღე თუ არა შემოთავაზება მათგან არცერთი წამით არ დავფიქრებულვარ. რეალი დიდი და ისტორიული გუნდია, შევეცდები კლუბის ისტორიის ნაწილი გაცხდე.

გამარჯობა, მე თქვენი გუნდის ახალი ფეხბურთელი ვარ !


სერხიო კანალესი:

მადრიდის რეალი მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. აქ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. მე ეს ოცნება ავიხდინე. ბლანკოსი ძალიან შეკრული კლუბია, სადაც თავი მოყრილი აქვთ მსოფლიოს საუკეთესო ფებხურთელებს. რონალდუ და კაკა უბრალოდ აღმაფრთოვანებელ რამეებს აკეთებენ, მათ გვერდით თამაში დიდი სიამოვნება იქნება. შევეცდები ადვილად გავიარო ადაპტაცია და გუნდის ერთ-ერთი მნიშვნეოვანი ფიგურა გავხდე.

გამარჯობა, მე თქვენი გუნდის ახალი ფეხბურთელი ვარ !


რიკარდო კარვალიო:

დიდი ხნის მანძილზე ვოცნებობდი სამეფო კლუბში თამაშზე. ყოველთვის ვიცოდი, რომ აქ ყველაფერი განსაკუთრებულია. ახლა როდესაც ოცნება ავისრულე და გავხდი სამეფო კლუბის წევრი, პირობას ვდებ, რომ გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ და ვეცდები გოლებიც გავიტანო. ყველა ფეხბურთელს სხვადასხვა თვისება აქვს, ასე რომ, მინდორზე ჩემს ყველა თვისებას ბოლომდე გამოვიყენებ.

სტატიის ავტორი: kaka-ika dle 10.1

  • kaka-ika
  • 15 აგვისტო 2010
  • 3292
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)