მოურინიოს პრეს-კონფერენცია

სამეფო კლუბის პორტუგალიელმა დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ პრეს-კონფერენცია გამართა. მოურინიომ კმაყოფილება არ დამალა გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობით, მაგრამ ისიც დასძინა, რომ სამეფო კლუბი გაცილებით უფრო შედეგიანად ითამაშებს დროთა განმავლობაში...


"კმაყოფილი ვარ ამჟამინდელი მდგომარეობით, მე ფეხბურთელებს ყველანაირად ვეხმარები ჩემი რჩევების გაგებაში. ვფიქრობ, მოვახერხებ გუნდის დაბალანსებას, ჩემი გუნდი ბოლომდე იხარჯება იმისათვის, რომ ოპტიმალურ ფორმამდე მივიდეს."

"მიუნხენის ბაიერნთან, რეალმა კარგად ითამაშა და საბოლოოდ წარმატებასაც მივაღწიეთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თამაშის დასრულების შემდეგ , ვიდეო ჩანაწერი მოვითხოვე, მთელ მატჩს ორჯერ ვუყურე და თითოეული ნიუვანსი გავაანალიზე. ჩემი აზრით "ბლანკოსს" 7-ჯერ შეეძლო გერმანელთა კარის დალაშქვრა, მაგრამ ეს არ მოხდა, ამ ყველაფერს დრო სჭირდება, შედეგს დრო გვაჩვენებს."

"ეზიკელ გარაის ტრავმა ყველასთვის მოულოდნელი იყო. ნამდვილად არ მეგონა თუ მას ამდენი გაუცდებოდა. საბედნიეროდ პეპე მალე შეუერთდება გუნდს. ტრავმების ეპიდემია გუნდისთვის ყოველთვის ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ კარგი დაცვა გვყავს."

"იკერ კასილასი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და მან ეს კიდევ ერთხელ დაამტკივა მიუნხენურ გიგანტთან მატჩის დროს."

"მომდევნო მატჩი სტანდარტთან გველის, მე შემიძლია უკვე დაგისახელოთ ის ძირითადი 11 ფეხბურთელი, რომლებიც სასტარტოში იქნებიან ბელგიურ კლუბთან. ეს ფეხბურთელები არიან: იკერ კასილასი; ალვარო არბელოა, რაულ ალბიოლი, სერხიო რამოსი, როისტონ დრენტე; ფერნანდო გაგო, ლასი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, ესტებან გრანერო; გონსალო იგუაინი და კარიმ ბენზემა." dle 10.1

  • Hala
  • 15 აგვისტო 2010
  • 1597
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)