ანჩელოტი: „პრობლემა ესპანურ ფეხბურთშია და არა მასში“

კარლო ანჩელოტიმ „ალ აჰლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.


„საკლუბო მუნდიალი ყოველთვის მნიშვნელოვანია ტურნირია. აქ ყოფნა ნიშნავს, რომ მანამდე მოვლენები სწორად განვითარდა. ჩვენი გახარებულნი ჩამოვედით ქვეყანაში, სადაც უამრავლი გულშემატკივარი გვყავს და ვიმედოვნებთ, მათი მხარდაჭერით ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ შარშან დაწყებულ საქმეს.“

„პრობლემა ესპანურ ფეხბურთშია და არა ვინისიუსში. საჭიროა ამის გადაჭრა. ბრაზილიელი ფეხბურთელი არის მსხვერპლი რაღაცის, რაც გაუგებარია ჩემთვის.“

„მომავალ მეტოქეს დიდი ისტორია აქვს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთში, სადაც ბევრი ტიტული ფიგურირებს. მათ მხრებზე დიდი გამოცდილებაა საკლუბო მუნდიალზე ასპარეზობის.ჩვენს წინაშეა კარგად ორგანიზებულ გუნდთან, რომლის რიგებშიც სწრაფი მოთამაშეები ირიცხებიან. ისინიც ჩვენსავით ოქროს მედლებზე ფიქრობენ.“

„კურტუა, ბენზემა და მილიტაო დარეგისტრირებულნი არიან ტურნირზე და გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ფინალისთვის შემოგვიერთდებიან.“

„ვფიქრობ, ხვალინდელი დაპირისპირების დროს სტადიონზე ანშლაგი იქნება. წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც „ალ აჰლის,“ ასევე ჩვენი ქომაგებიც. პუბლიკა კარგი სანახაობის მომსწრე გახდება.“

„საორგანიზაციო კუთხით ყველაფერი რიგზეა. ქვეყანამ დიდებული დახვედრა მოგვიწყო. სტადიონი, მოედნის საფარი და ამინდი შესანიშნავია. ვაპირებთ, ტიტულით დავბრუნდეთ მადრიდში.“

„კარგად მოგვეხსენება, რომ სამეფო კლუბში მაღალი მოთხოვნებია. მიუხედავად „მალიორკასთან“ განცდილი მარცხისა, გუნდი პროგრესირებს და კარგ კონდიციებშია. ერთადერთი კოლექტივი არ ვართ, სადაც ტრავმების პრობლემაა. საშინელი კალენდარი გვაქვს, თუმცა წარმატებული სეზონის ჩატარებას ვგეგმავთ.“
dle 10.1


1

7 თებერვალი 2023 17:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1993
შენ დიდი დღე არ გიწერია კარლიტო გუნდში.ჯობია შენით წახვიდე და შვილიშვილებს მოეფერო,ვეღარ ქაჩავ მწვრთნელათ,სანამ ფლორენტინო მოგისვრიდეს გუნდიდან.დასტოინათ წასვლა ჯობია დამიჯერე.😉

2

7 თებერვალი 2023 18:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1846
ციტატა: zizu2020
შენ დიდი დღე არ გიწერია კარლიტო გუნდში.ჯობია შენით წახვიდე და შვილიშვილებს მოეფერო,ვეღარ ქაჩავ მწვრთნელათ,სანამ ფლორენტინო მოგისვრიდეს გუნდიდან.დასტოინათ წასვლა ჯობია დამიჯერე.😉

Kacma 1 welze nakleb droshi loga la liga dado da 2 tve chauvarda morcha gasagdebia. Ranairi bgulshematkivrebi xart

3

7 თებერვალი 2023 19:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1706
რაც არ უნდა იყოს ვფიქრობ ახალ ბერნაბეუზე ახალი მწვრთნელი იქნება. ანჩელოტი ნამდვილად არ არის გაგდების ღირსი რა რესურსით ლიგა დადო მაგრამ ანჩელოტის ვინ ეკითხება ეგაა მთავარი. რატო აგინებთ ზედიზედ სამი ლიგა დადო რეალმა მაგრამ ისეთი როგორც წინა იყო არც ერთი არ ყოფილა ყველაზე მაგარი სეზონი იყო ლიგაზე რაც მინახავს და ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო ანჩელოტი

4

7 თებერვალი 2023 19:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1846
ციტატა: jeko_madrid
რაც არ უნდა იყოს ვფიქრობ ახალ ბერნაბეუზე ახალი მწვრთნელი იქნება. ანჩელოტი ნამდვილად არ არის გაგდების ღირსი რა რესურსით ლიგა დადო მაგრამ ანჩელოტის ვინ ეკითხება ეგაა მთავარი. რატო აგინებთ ზედიზედ სამი ლიგა დადო რეალმა მაგრამ ისეთი როგორც წინა იყო არც ერთი არ ყოფილა ყველაზე მაგარი სეზონი იყო ლიგაზე რაც მინახავს და ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო ანჩელოტი

Jer araperi morchenila awi exla ieyeba yoveltvis yvelapers ver moigeb. Da gundma tu moumata barsas daado. Mere yvelaperi shizleba moxdes ratqmaunda sheizleba 17 qulit gagvaswron an chven gavaswrot 5 tit

Liga tu dades is xalxi naxet ra qebashi iqneba erti rame cxadia gunds chirdeba ganaxleba ra moxdeba am sezonshi agar aq mnishvneloba. Aq eseni gasayrelia es ra maxinjia am dros natruloben realis dar motamasheebs grandebi

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)