ვალვერდე: „ჩვენ ის უნდა დავიცვათ“

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური დაპირისპირების წინ, ფედერიკო ვალვერდემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„საკლუბო მუნდიალია ჩემი პირველი ტიტულია სამეფო კლუბის რიგებში. რა თქმა უნდა, მასთან განსაკუთრებული მოგონება მაკავშირებს. აქამდე მოსასვლელი გზა მშვენიერია. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულნი გავხდით, სადაც არა ერთი დიდებული თამაში ჩავატარეთ. ვიმედოვნებ, ამ შემთხვევაშიც წარმატებული გამოდგა ჩვენი გამოცდილება. ბედნიერი და აღტაცებული ვარ, რომ შანსი მაქვს, ხვალინდელ პაექრობაში მონაწილეობა მივიღო.“


„კალენდრიდან გამომდინარე, საკმაოდ მოკლე პერიოდში ბევრი მატჩის გამართვა გვიწევს და შესაბამისად, ნაკლები დრო გვაქვს დასვენებისთვის. აუცილებელია ფიზიკური კონდიციების შენარჩუნება და ტრავმების თავიდან არიდება. თანამედროვე ფეხბურთში ამგვარი მოთხოვნებია.“

„ვინისიუსი შესანიშნავია ადამიანია და მას ბევრი ღირებულება გააჩნია. როგორც ბრაზილიელი, ცდილობს სხვადასხვა გზით სიამოვნება მიიღოს ფეხბურთისგან. ვინი პატივისცემას იმსახურებს საქმისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო. რა თქმა უნდა, ჯარიმები თამაშის შემადგენელი ნაწილია, თუმცა თანაგუნდელებმა უნდა დავიცვათ ის.“

„რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ურუგვაის ფიასკომ მეტად დამწყვიტა გული. კატარში ძალიან მოტივირებული და აღფრთოვანებული გავემგზავრე. გული დამწყდა, ვინაიდან მილიონობით ადამიანის ოცნება ვერ მოვიყვანეთ სისრულეში, მაგრამ ყურების ჩამოყრას არ ვაპირებთ, პირიქით, გავაგრძელებთ მუშაობასა და ბრძოლას, რათა პოზიტიური შედეგი დავაფიქსიროთ სამომავლოდ. ვაღიარებ, რომ მუნდიალის დაწყებამდე უკეთესად გამოვიყურებოდი, თუმცა ასეთია ფეხბურთი. ყველაფერს ვაკეთებ ფორმის გასაუმჯობესებლად. ჩემი მიზანია ამ კლუბში გავაგრძელო კარიერა და ერთ მშვენიერ დღეს ვუკაპიტნო მას.“

„ჩემს ძმას სწორედ მაროკოული ფეხბურთისა და ქომაგების შესახებ ვესაუბრებოდი. ადგილობრივებმა შესანიშნავი არნახული მოგვიწყვეს. სტადიონიც დიდებულია. ვგონებ, ბრწყინვალე ადგილია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სათამაშოდ. სამწუხაროდ, ურუგვაიში არ გვაქვს მსგავსი ტიპის არენები. ვიმედოვნებ, გულშემატკივრებს სიამოვნებას მივანიჭებთ.“

„„ალ აჰლისთან“ დაკავშირებით რამდენიმე ვიდეო ვნახეთ. მათ ზურგს უმაგრებთ შესანიშნავი ფანები. მომწონს ასეთი მხარდაჭერა, ვინაიდან ურუგვაიშიც გიჟური ქომაგობა იციან. მომავალი მეტოქე, როგორც ყველა, პატივისცემას ღირსია. ჩვენ ვეცდებით ფინალის საგზური მოვიპოვოთ.“

„როდესაც მოედანზე გადიხარ, ცდილობ გარეშე პრობლემები თავიდან ამოიგდო. საბედნიეროდ მყავს ოჯახი, რომელიც მხარს მიჭერს და რჩევებს მაძლევს. წაგება ძალიან არ მიყვარს და ვბრაზდები. “

„ფავორიტი პოზიცია? ჩუმად ვიტყვი, რადგან მწვრთნელი აქ არის და მისმენს (იცინის). ყველაზე კომფორტულად ნახევარდაცვაში ვგრძნობ თავს, მაგრამ ვინგერობა უფრო ბედნიერს მხდის. ამ დროს უფრო მეტი შანსია გოლის გატანის, ან ასისტის შესრულების. ჩემი სურვილია ასპარეზობა და გუნდისათვის დახმარების გაწევა.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)