ბენზემა კატალონიურმა გამოცემამაც გამოარჩია
ფრანგი თავდამსხმელი Mundo Deportivo-ს 75-ე გალა ცერემონიაზე გამოარჩიეს.
კატალონიურმა გამოცემამ კარიმ ბენზემა პრიმერა დივიზიონის განვლილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და მისი კუთვნილი ჯილდო ემილიო ბუტრაგენიოს გადასცა, რომელიც ბარსელონაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა.
„რეალის“ თავდამსხმელმა 2021/22 წლების ლა ლიგის სეზონი მართლაც რომ შთამბეჭდავად ჩაატარა. მან არავის დაუთმო ტურნირის ბომბარდირობა (27 გოლი) და შესაბამისად, დიდი წვლილი შეიტანა მადრიდელების გაჩემპიონებაში.
- 7 თებერვალი 2023
- 518
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.