რიკარდო კაკა - მისაბაძი ადამიანი

რიკარდო კაკა - მისაბაძი ადამიანი


რიკარდო კაკა - ამ ადამიანში ბევრი ისეთი რამ არის რომ ეს ბევრმა არ იცის. მე როგორც კაკას ნამდვილი გულშემატკივარი, HalaMadrid.Ge - ს მომხმარებლებს გაგაცნობთ რიკარდო კაკას, ის ნამდვილი გენიაა, კაკას ნაირები ძალიან იშვიათია. ის სტადიონზე გამოირჩევა, პატივისცემით, სიდინჯით, ვაჟკაცობით, რწმენით და მოთმინებით. ასეთი ფეხბურთელი დღეს-დღეობით ძალიან იშვიათია.


რიკარდო ისეკსონ დოს სანტოს ლეიტე - იგივე კაკა:

კაკა დაიბადა ბრაზილიაში 1982 წლის 22 აპრილს, სიმონე და კრისტინა ლეიტესების ოჯახში. მის მშობლებს მისთვის სახელი კაკა არ დაურქმევიათ, მას რიკარდო ჰქვია. რიკის ძმა დიაგო, ენის გაუტეხებლობის გამო, არა რიკარდოს არამედ კაკას ეძახდა. სწორედ აქიდან დაიწყო ლეგენდარული "კაკას" კარიერა.

ბრაზილიელი სამშობლოში იზრდებოდა, თუმცა არც კი წარმოედგინა თუ ოდესმე ფეხბურთელი გახდებოდა. ეხლა ის როგორც აცხადებს, 16 წლის ასაკში გადაწყვიტა პროფესიონალურ დონეზე თამაში, მანამდე უბრალოდ გასართობად თამაშობდა.

"16 წლის ვიყავი, როდესაც მეც და ჩემმა ოჯახის წევრაბმაც შევამჩნიეთ, რომ მოედანზე გამორჩეულივიყავი და დიდი ნიჭიც მქონდა. სწორედ აქ დაიწყო ჩემი კარიერა.“

"ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის გვერდში მედგნენ, მათი დამსახურებაა რომ მე მაღალ დონეზე შევძელი თამაში. ჩემს კარიერაში ყოფილა ბევრი ბედნიერი დღე, ასევე ბევრი მძიმე დღეც. 18 წლის როდესაც ვიყავი, ჩემი მშობლების სახლში წავედი დასასვენებლად, სადაც აუზში ცურვისას დავარტყი თავი, წამიყვანეს სან პაულოს საავადმყოფოში, იქ იქემებმა თქვეს რომ კისერი მქონდა მოტეხილი. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი, მედიცინის დასკვნით, მე ფეხზე
საერთოდ ვეღარ გავივლიდი, ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. დიდი მკურნალობებისა და შემომწმებების შემდეგ, დადგინდა, რომ მე ფეხზე ვეღარასდროს გავივლიდი. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი, ერთი რაც შემეძლო ეს იყო რწმენა და ლოცვა, მთედ დღეებს ლოცვაში ვატარებდი. 20 დღის შემდეგ კი ვიგრძენი, რომ ფეხის განძრევა შემეძლო. მამაჩემმა მაშინვე დაურეკა ექიმებს, მათ შემამოწმეს და გაოგნებული დარჩნენ, ვინადან ჩემი კანკურნება მედიცინას არ შეეძლო. რამდენიმე თვის შემდეგ ფეხბურთიც კი ვითამაშე. როდესაც მოედანზე ვარ, ყოველთვის ღმერთს ვწირავ მადლობას, რომ მე ფეხზე დგომა და საერთოდ ფეხბურთის თამაში შემიძლია. გოლს როცა გამაქვს, არასდროს მავიწყდება, ჩემი ერთადერთი ჟესტი, მე ხელებს ზემოთ ვწევ, ეს უფალს ეკუთვნის. მაისურს კი არასდროს შევიცვლი, წარწერით, I Belong To Jesus.


რიკარდო კაკა - მისაბაძი ადამიანი


კაკას წარმატებული კარიერა ბრაზილიის "სან პაულოში" დაიწყო. რიკიმ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში, ფეხბურთელი ყველა მატჩში უმატებდა და საოცარ გოლებს იტანდა. ეს არ დავიწყებია ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლუიშ ფელიპე სკოლარის, რომელმაც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რიკარდო კაკა წაიყვანა. რიკიმ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, თუმცა დაახლოებით 20 წუთი ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე. მისმა თანამემამულეებმა კი აღმართეს კიდეც კაკასთან ერთად მსოფლიოს თასი.

"მე ეს მომენტი არასოდეს დამავიწყდება. ითამაშო მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს ბევრს ნიშნავს. მე ბრაზილიის ჩემპიონატში ვთამაშობდი, აქედან კი უცებ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდი და მე მომეცა საშუალება, თავს ზემოთ ამეწია სანუკვარი ჯილდო.

2003/4 წლეებში რიკარდო კაკა ევროპაში გადმოვიდა სათამაშოდ. მისი კარგი თამაში იტალიის "მილანმა" შენიშნა. "მილანში" ახალგაზრდა ფეხბურთელებს იშვიათად იმატებენ.

კარლო ანჩელოტი:

"მილანს ყოველთვის ჰყავდა, ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელები. აქ იშვიათია ახალგაზრდა ფეხბურთელი, თუმცა რიკარდო კაკასთვის გამონაკლისი დაუშვი, ის ძალზედ ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ ის აქ ბევრს მიაღწევს.

და აი, ანჩელოტიც არ შეცდა. რიკიმ პირველივე სეზონში საოცრებები აკეთა. "მილანმა" მოიგო იტალიის ჩემპიონატი. კაკა კი გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. ბრაზილიელმა კლუბში გადმოსვლისთანავე დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ადგილი.

მომდევო წელს, რიკარდო კაკა "მილანის" უდაო ლიდერად იქცა, გუნდის ბომბარდირი ანდრეი შევჩენკო გახლდათ, რიკის საოცარი ხედვა ჰქონდა, ამიტომაც ძალიან ხშირად რჩებოდა უკრაინელი მეკარესთან პირისპირ. 2005 წელს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, მთელი სეზონის განმავლობაში კაკა საუკეთესო გახლდათ, სეზონის დასრულების შემდეგ ის გახდა კიდეც ჩემპიონთა ლიგის სუკეთესო ნახევარმცველი. ფინალში მილანმა "ლივერპულს" დაუპრისპირდა. რიკიმ გენიალური პასით კრესპო ერთი-ერთზე დატოვა და მილანმა ანგარიში პირველი 45 წუთის განმავლობაში 3:0 გახადა. იტალიელთა სამწუხაროდ მიუხედავად დიდი უპირატესობისა, მერსისაიდელებმა ანგარიში გაათაანბრეს და 11-მეტრიან სერიაში იმარჯვეს. სალატარიო დარტყმა რიკარდომ ზუსტად შეასრულა, მისმა თანაგუნდელებმა კი ვერა.

"ჩვენ პირველ ტაიმში საოცარ უპირატესობას ვფლობდით, შესვენებაზე გვეგონა, რომ "ლივერპულს" კიდევ გაუტანდით რამდენმე გოლს. არც კი გვიფიქრია, რომ მათ შეეძლოთ საერთოდ გოლი გაეტანათ. 45 წუთი ნებისმიერი გუნდისთვის საკმაისი იქნებოდა, მაგრამ არა ჩვენვენთვის. იმის გახსენებაც არ მინდა, ჯერაც ვერ მოვსულვარ გონზე, თუ როგორ წავაგეთ ის მატჩი. პასუხი, თუ რატომ წავაგეთ, არ არსებობს. ეს მატჩი დიდი გაკვეთილი იქნება ჩემთვის.“


ამის შემდეგ დადგა მსოფლიოს ჩემპიონატის დროც. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო დონის ვარსვლავები ირიცხებოდნენ, რონალდო, რონალდინიო, ჟუნინიო, ადრიანო, კლებერსონი, ედმილსონი. მიუხედავად ამისა, რიკარდომ გუნდში ძრითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და საპატიო 8 ნომერიც აიღო. მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩში ხორვატთა წინააღმდეგ, ბრაზილიელებმა 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლი სწორედ რიკიმ გაიტანა. გოლი ულამაზესი გამოდგა, საჯარიმოს მისადგომთან კაკა შეიჭრა და მარცხენა ფეხით აუღებელი დარტყმა შეასრულა. ჩემპიონატის განმავლობაში კაკას მეტი გოლი აღარ გაუტანია, თუმცა გააკეთა 2 საგოლე გადაცემა. ¼ ფინალში კი ბრაზილიელებმა ასპარეზობას გამოეთიშნენ.

რიკარდო კაკა - მისაბაძი ადამიანი


ამით რათქმაუნდა არ დაკმაყოფილდა კაკა და გადაწყვიტა, მოეგო ყველაფერი, რაც თუ არსებობდა საკლუბო დონეზე. 2007 წელი, მილანში დიდი კრიზისია. გუნდს 7 ქულა მოაკლეს. მიუხედავად ამისა, რიკარდო კაკა არ გატყდა. გუნდმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა. კაკა გახდა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, თავდამსხმელი და გამარჯვებული. მას გადასცეს ოქროს ბურთი. ის ასევე გახდა ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ამის შემდეგ მილანმა მოიგო სუპერ თასი, აქაც საუკეთესო კაკა დაასახელეს. გუნდმა მოიგო მსოფიოს საკლუბო ჩემპიონატიც. კაკა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბუთელი და ბობარდირი გახლდათ.
რიკიმ რამდენიმე რეკორდიც მოხსნა. ჩემპიონთა ლიგაზე მან, 55 წუთში ჰეთრიკი შეასრულა, როგორც ნხევარმცველმა. რიკის გატანილი გოლები მანჩესტერის კარში არავის დაავიწყდება.

ფრანკო ბარეზი:

"კაკა არ არის ჩვეულებრივი ბრაზილიელი ფეხბურთელი, ის არის გენიალური ადამიანი. მას შეუძლია ნებისმიერი მცველის წინააღმდეგ თამაში. მისი შეშინება შეუძლებელია. მას აქვს ძალიან დიდი სისწრაფე, ის ძალიან ძლიერია. რაც დაუფასდა კიდეც ამ ფეხბურთელს. ჩემი აზრით კაკა თავის ამპულაში მსოფლიოში საუკეთესოა.

რიკარდო კაკა - მისაბაძი ადამიანი


ამის შემდეგ კაკას კარიერაში სერიოზული არაფერი მომხდარა. 2009 წელს კაკამ კვლავ წარმოაჩინა თავი, კონფედერაციის თასზე. ბრაზილიიელებმა მთელი ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარეს და მოიგეს კიდეც თასი. კაკა ჩემპიონატის საუეკეთესო ფეხბურთელი გახდა.

რიკარდო კაკა - მისაბაძი ადამიანი


2010 წელს კაკა მადრიდის "რეალში" გადავიდა. მისი მადრიდში გადასვლა ძალიან ხმაურიანი იყო. მას ჰქონდა გუნდში პრეზენტაცია, სადაც ის 8 ნომრით წარადგინეს. მის პრეზენტაციას უამრავი ადამიანი დაესწრო, რომელიც სარეკორდო გამოდგა. კაკამ პირველივე სეზონში გულშემატკივარს თავი დიდად ვერ მოაწონა, თუმცა იყო რამდენიმე მატჩი სადაც კაკამ საოცრებები აკეთა. სეზონი არა კაკამ, არამედ სრულიად კლუბმაც ჩააგდო. სატრასფერო ბაზარზე გუნდმა 250 მილიონი დახარჯა და გუნდი ტიტულის გარეშე დარჩა.

2010 წელი, მსოფლიოს ჩემპიონატი

მსოფლიოს ჩემპიონატამდე იყო საუბარი, რომ კაკა ჩემპიონატს გამოტოვებდა, ტრავმის გამო. მას ტრავმა აწუხებდა და ოპერაცია ესაჭიროებოდა, თუმცა ისეთი დიდი ტურნირის გამო როგორიც მოფლიოს ჩემპიონატია, კაკამ ოპერაცია გადადო და ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო.

ჩემპიოანტი ბრაზილიელებმა შესანიშნავად დაიწყეს, ჯგუფურ ეტაპზე გუნდმა 7 ქულა დააგროვა. 1/8 ფინალში მათ ჩილელები დაამარცხეს, 3:0. ამ მატჩში კაკამ თავი 2 საგოლე გაადცემით გამოიჩინა. ბრაზილიელმა ასევე 2 საგოლე გადაცემა გააკეთა ჯგუფურ ეტაპზე, კოტდიუართან შეხვედრაში, რომელიც სამხრეთ ამერიკელებმა 3:1 მოიგეს. ამ მატჩში კაკა მოედნიდან მსაჯმა გააძევა. ( მსაჯს შეცდომა მოუვიდა)

რიკარდო კაკა - მისაბაძი ადამიანი


¼ ფინალში ბრაზილია ჰოალნდიის ნაკრებს დაუპირისპირდა. თამაში ბრაზილიელთა ბრწყინვალე უპირატესობით დაიწყო, 10-ე წუთზე რობინიომ ანგარიში გახსნა, 1:0. მთელი 45 წუთის განმავლობაში ჰოლანდიის კართან შტურმი მიმდინარეობდა, თუმცა მეორე გოლის გატანა კარლოს დუნგას ფეხბურტელებმა ვერ მოახერხეს.
მეორე ტაიმი აბსოლუტურად განსხვავებული გამოდგა, ჰოლანდიელები საოცრად გამოცოცხლდნენ და ბრაზილიას ორი გოლი გაუტანეს, 1:2. ამის შემდეგ ბრაზილია ფსიქოლოგიურად გატყდა, შემდეგ ფელიპე მელო მოედნიდან გააძევეს და მატჩი დასრულდა, ბრაზილიელები ასპარეზობას გამოეთიშნენ.

"სიმართლე გითხრათ გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ ჩვენ მოვიგებდით მსოფლიოს ჩემპიონატს. ეს არ მოხდა, რის გამოც გულდაწყვეტილი ვარ. ჰოლანდელებთან ძალიან არ გაგვიმართლა, პირველი ტაიმის შემდეგ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ჩვენ მოვიგებდით და სწორედ ამიტომ დავმარცხდით, მეტოქე ვერ შევაფასეთ. რაც შეეხება მელოს, მე მისი მესმის, ვუვუზელას ხმაურში ვერ გაიგონა ჟულიოს შეძახილი და მას ხელი შეუშალა. 2014 წელს ჩემპიონატი ჩვენს სამშობლოში გაიმართება, იმ დროისთვის 32 წლის ვიქნები. არ ვიცი თუ მივიღებ იქ მონაწილეობას. ამას დრო გვიჩვენებს. - განაცხადა კაკამ


მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რიკიმ მუხლზე გაიკეთა ოპერაცია და მინდორს 4 თვით ჩამოშორდა.

დიდი მადლობა HalaMadrid.Ge - ს ადმინისტრაციას,( CampO ) რომ მომცეს საშუალება დამეწერა სიახლე. ამ საიტზე ბევრი ისეთი მომხმარებელია, რომლებსაც ფეხბურთი მართლა უყვართ თავიანთ კუმირთან ერთად. მე კაკას ნამდვილი გულშემატკივარი ვარ და ვიქნები, მიუხედავად ყველაფრისა. ამ სტატიაში არცერთი სიტყვა არ არის დაკოპირებული სხვა ვებ-გვერდებიდან.


სიახლის ავტორი: kaka-ika dle 10.1

  • kaka-ika
  • 14 აგვისტო 2010
  • 6135
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)