სებალიოსი: „მათგან კიდევ ბევრი უნდა ვისწავლო“

დანიელ სებალიოსმა DAZN-თან „ვალენსიასთან“ ჩატარებული თამაში შეაჯამა.


„ზედიზედ 3 შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და მსგავსი რამ პირველად ხდება ჩემს მადრიდულ ცხოვრებაში. კიდევ ბევრი უნდა ვისწავლო მოდრიჩისა და კროოსისგან, რომლებიც უკვე 10-12 წლის განმავლობაში იცავენ „რეალის“ ღირსებას. საჭიროა მოვერგო ახალ როლს და ვფიქრობ, ერთადაც შეგვიძლია თამაში. ვიმედოვნებ, ისეთივე სრულყოფილი კარიერა მექნება აქ, როგორც მათ.“

„„ბარსელონამ“ ჩვენსავით ნაყოფიერი პირველი წრე ჩაატარა. ჩვენ კიდევ უნდა დავუპირისპირდეთ კატალონიელებს. მომდევნო შეხვედრა „მალიორკასთან“ მეტად მნიშვნელოვანია.“

„აპლოდისმენტები „ბერნაბეუსგან?“ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი, რათა ამის მომსწრე გავმხდარიყავი. განვლილი გზა ადვილი არ ყოფილა. სათამაშოდ ინგლისშიც მომიწია გამგზავრება, რასაც ტრავმიანობა მოჰყვა. ახლა კი, ყველაფერი რიგზეა და სიამოვნებას ვიღებ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ცხადია, მაქსიმალურად მატჩზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო სტადიონი შენს გვარს სკანდირებს, რთულია არ აღელდე. გულშემატკივრების გარეშე ვერ მოვახერხებდით ასეთი შედეგის დადებას.“


სებალიოსმა განვლილ პაექრობაში 103 გადაცემა შეასრულა (95 %-იანი სიზუსტით). 6-დან 4 წარმატებული დრიბლინგი ჩაიწერა აქტივში და 10 დუელი მოიგო. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)