ანჩელოტი: „მე მომწონს ეს, მას არა“

კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ მოპოვებული 3 ქულის შემდეგ, DAZN-ის მიკროფონთან გააკეთა კომენტარი.


„ვფიქრობ, მილიტაო კვირას გასამართ პაექრობაში ვერ დაგვეხმარება. რაც შეეხება ბენზემას, მისი დაზიანება მსუბუქია. ჩვენ ყოველ 3 დღეში გვიწევს მოედანზე გამოსვლა და შესაბამისად, ფეხბურთელები ვერ ასწრებენ აღდგენას. ამაში საგანგაშო არაფერია.“

„კამავინგას უჩვეულო პოზიციაზე უწევს ასპარეზობა, თუმცა მიუხედავად ამისა, შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ის და ვინისიუსი ეფექტურ თანამშრომლობას ქმნიან მარცხენა ფრთაზე. ამასთანავე, ედუარდო ერთმანეთის მიყოელებით ახერხებს ბურთის დაბრუნებას. ძალიან მომწონს მისი ახალი ამპლუა, მას კი არა (იცინის).“

„გუნდი სოლიდურად გამოიყურება. ჩვენ განსაკუთრებული ინდივიდუალური შესაძლებლობების შემადგენლობა გვყავს. ბოლო 3 მატჩში კარი მშრალად შევინახეთ. საიმედო დაცვა წარმატების გარანტია.“

„შესვენებაზე გამორჩეული არაფერი მითქვამს შეგირდებისთვის. მეორე ტაიმი უფრო ენერგიულად დავიწყეთ და შევცვალეთ დინამიკა.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)