„კასტილიის“ მორიგი ფრე

რაულ გონსალეს ბლანკოს შეგირდებმა მიჯრით მესამე ფრე დააფიქსირეს.


Primera RFEF-ს 21-ე ტურში, „კასტილია“ „პონტევედრას“ ესტუმრა. საგულისხმოა, რომ „თეთრები“ 90-ე წუთამდე ამარცხებდნენ მეტოქეს, თუმცა ადგილობრივებმა მაინც მოახერხეს თამაშის გადარჩენა და ტაბლოზე 1-1 დააფიქსირეს.

არსებული მომენტისათვის, მადრიდელები 41 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებენ და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ „ალკორკონს.“

„კასტილიის“ შემადგენლობა განვლილ მატჩში: დე ლუისი, ტობიასი, რაფა მარინი, კარილიო, ტეო, არიბასი, პეტერი (ლეივა, 76'), ალვარო მარტინი, მარველი, იკერ ბრავო (ვილარი, 84') და ობრადორი.
გოლები: 0-1 პეტერი (35'), 1-1 ჩარლესი (90')

5 თებერვალს, „ალფრედო დი სტეფანო“ ცენტრალურ პაექრობას უმასპინძლებს. ახალგაზრდა მადრიდისტები სწორედ „ალკორკონს“ შეერკინებიან და ეცდებიან პირველი ადგილის დაბევებას. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)