„რეალის“ 2 პრიორიტეტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე

AS-ი „რეალის“ ზაფხულის გეგმებთან დაკავშირებით ცნობებს ავრცელებს.


მადრიდელებმა მომავალი სატრანსფერო ფანჯრისათვის 2 პრიორიტეტი დაისახეს - ჯუდ ბელინგემისა და „ცხრიანის“ მიყვანა კლუბში.

„ბლანკოსი“ მზად არის ინგლისელ ფეხბურთელში 150 მლნ. (ბონუსების ჩათვლით) გადაუხადოს „ბორუსიას.“ მათი მთავარი კონკურენტი „ლივერპული“ იქნება, თუმცა ესპანელები არ აპირებენ აუქციონში ჩართვას. ისინი ფიქრობენ, რომ გადამწყვეტი ფაქტორი უნდა გამოდგეს თავად ფეხბურთელის პოზიცია. კულუარული ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველს არ უნდა პრემიერ ლიგაში დაბრუნება.

აღნიშნულის პარალელურად, დორტმუნდელებიც ცდილობენ ბელინგემთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას, რათა შემდეგ უფრო სარფიანად გაყიდონ შეგირდი. „ყვითლები“ 3 წლიან კონტრაქტსა და ყოველწლიურად 15 მლნ. ევროს სთავაზობენ მას.

რაც შეეხება თავდამსხმელს, „თეთრები“ კარიმ ბენზემას დუბლიორს ეძებენ, რათა საჭიროების შემთხვევაში, ფრანგის ჩანაცვლება მოახერხონ. პერესს თვალი ერლინგ ჰოლანდზე უჭირავს, თუმცა მისთვის 2024 წლის ზაფხულამდე ბრძოლას აზრი არ აქვს. dle 10.1


1

29 იანვარი 2023 23:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1954
ეხლა მოვიდა პერესი ჭკუაზე?დროა მანაც დაამთავროს რეალში მოღვაწეობა და სხვა პრეზედენტმა გადაიბაროს კლუბი.ფლორენტინოს კლიმაქსი დაეწყო ალბათ და ვეღარ უძღვება გუნდს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)