იმანიოლი:„„რეალისგან“ არასდროს არაფერია გამორიცხული“

„სოსიედადის“ მთავარმა მწვრთნელმა „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ყურადღება საკადრო პრობლემებსა და „ბლანკოსის“ არაპროგნოზირებადობაზე ისაუბრა...


„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დონის გუნდთან უამრავი ფეხბურთელის დანაკლისის ფონზე მოგვიწევს ასპარეზობა. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ფეხბურთელი კარლო ანჩელოტისაც აკლია, მაგრამ ჩვენი რესურსი ამ მხრივ გაცილებით მწირია.“

„მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ვიცი, რომ ისინი მადრიდში ბოლომდე იბრძოლებენ. დიახ, არ ვაპირებთ, რომ პრობლემების ფონზე დავნებდეთ, ჩვენ საუკეთესო ფეხბურთის თამაში გვსურს.“

„„რეალი“ არის გუნდი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა პრესინგზე. ყველა მოთამაშე ბევრს მოძრაობს, მაღალ სისწრაფეს ანვითარებს და ტექნიკურია. ამ გუნდისგან არასდროს არაფერია მოულოდნელი. თუ წარმატების მიღწევა გვსურს, აუცილებელია 90 წუთის მანძილზე განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა.“

„სამეფო კლუბისგან არაერთი „ქამბექი“ გვახსოვს, ისინი არასდროს ნებდებიან და სწორედ ამიტომ აქვთ ამდენი ტიტული მოგებული. „რეალი“ ყოველთვის განსაკუთრებულია.“

„„ბარსელონას“ წინააღმდეგ ცუდად არ გვითამაშია, ახლა კი გამოცდა „მერენგებთან“ უნდა ჩავაბაროთ. როგორც უკვე გითხარით, ოპტიმალური შემადგენლობა არ გვყავს, მაგრამ არსებული რესუსის ბოლომდე გამოყენებას ვეცდებით.“ dle 10.1

  • Hala
  • 28 იანვარი 2023
  • 959
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)