დუშან ვლაჰოვიჩს „იუვენტუსის“ დატოვება სურს

დუშან ვლაჰოვიჩს ტურინის „იუვენტუსის“ და ზოგადად სერია „ა“-ს დატოვება აქვს განზრახული...


ფეხბურთელი ძალიან უკმაყოფილოა განვითარებული მოვლენებით, რომელიც „ბებერი ქალბატონისთვის“ დაკლებულ ქულებს, ხელმძღვანელობაში არსებულ არეულობას და სატრანსფერო პოლიტიკას ეხება.

ბრიტანული გამოცემების ცნობით, ვლაჰოვიჩის დამატება ლონდონის „ჩელსის“ სურს, რომელმაც ამ ზამთარშიც კი რეკორდული რაოდენობის თანხა დახარჯა.

ესპანური გამოცემების ცნობით კი, ვლაჰოვიჩის კანდიდატურით ფლორენტინო პერესიც ინტერესდება, რომელიც მოთამაშეზე ადრეც ნადირობდა, მაგრამ ლუკა იოვიჩის ცუდი მაგალითის გამო, დიდი თანხის გადახდა ვერ გარისკა.

ვლაჰოვიჩმა „იუვენტუსში“ საკუთარი კლასი ყველას დაუმტკიცა, ასევე ყველასთვის თვალსაჩინო გახადა, რომ დისციპლინირებული და მიზანზე ორიენტირებული ფორვარდია.

ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინოს დუშანის დამატება დაახლოებით 70 მილიონ ევროდ შეეძლება.

2000 წელს დაბადებული ვლაჰოვიჩი დღეს იუბილარია, მას 23 წელი შეუსრულდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში სერია „ა“-ში ჩატარებულ 10 დაპირისპირებაში მის ანგარიშზე 6 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. dle 10.1

  • Hala
  • 28 იანვარი 2023
  • 1077
  • 1

1

28 იანვარი 2023 19:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 231
Es ra shushat unda papa peres

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)