ანჩელოტი:„გიდასტურებთ, მან „რეალში“ შესაძლოა ახალ პოზიციაზე ითამაშოს“

კარლო ანჩელოტიმ „სოსიედადთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„„სოსიედადი“ ძალიან კარგი გუნდია. ამ კოლექტივს შესანიშნავი დინამიკა აქვს და თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს ავლენს. ვიცით, რომ რთული დაპირისპირება გველის, თუმცა მხოლოდ 3 ქულა დაგვაკმაყოფილებს.“

„დერბი კონკურენტუნარიანი იყო, მაგრამ „რეალმა“ უკეთ ითამაშა და გამარჯვებაც დაიმსახურა. სხვა დეტალებზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ.“

„„ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ვინისიუსმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ საბოლოო ჯამში გოლის გატანაც შეძლო. ბრაზილიელი ბევრს მუშაობს და აქტიურობს, შეცდომებს კი ის ფეხბურთელები უშვებენ, ვინც ყველაზე მეტად ეხებიან ბურთს.“

„შესაძლოა ვინმე ფიქრობს, რომ „რეალს“ არ აქვს მკაფიო იდენტობა, მე მათ ერთ ასპექტში დავეთანხმები, დანარჩენში კი ვერა. დიახ, ჩვენ ვართ გამარჯვებასთან ასოცირებული გუნდი და ჩვენი იდენტობა სწორედ გამარჯვებაა, მაგრამ ვცდილობთ, კონკრეტულ სიტუაციას მოვერგოთ. მუდმივად ერთი სტილით, ერთი დომინირებით, ერთი ხაზით და ზოგადად ერთფეროვნებით წარმატებას ვერ მივაღწევთ. მე მსურს, რომ ფეხბურთელებმა იცოდნენ, როგორც მარტივი, ასევე რთული დაპირისპირებების მოგება და ყველანაირ სიტუაციას მოერგონ.“

„ყოველთვის კონცენტრირებული უნდა იყო იმისთვის, რომ სადავეები ხელიდან არ გაგექცეს. რთულ მომენტში ვიყავით, მაგრამ მალევე დავაღწიეთ თავი, თუმცა მერწმუნეთ, თუ ყურადღებას მოვადუნებთ, რთული მომენტი ისევ დადგება.“

„4-2-3-1 სისტემა? ვფიქრობ, ამ სქემა ხშირად გამოვიყენებთ, მაგრამ არა ყოველთვის. ცალსახაა, რომ როდრიგო ფორვარდის უკან გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე ფლანგზე.“

„დავიდე ანჩელოტის წასვლა? დადგება დრო, როდესაც ის მთავარი მწვრთნელის პოსტს მოირგებს, მაგრამ ახლა მხოლოდ „რეალის“ წარმატებაზე და იმ ფუნქციების შესრულებაზეა კონცენტრირებული, რომელიც აქ აქვს დაკისრებული.“

„მსაჯები შეცდომებისგან დაზღვეულები არ არიან, მაგრამ აუცილებელია, რომ ამის მინიმიზება მოხდეს. ზოგადად ისინი დიდ საქმეს აკეთებენ, მუდმივად კმაყოფილი კი ვერასდროს ვერავინ იქნება.“

„დანი კარვახალისთვის სეზონის პირველი ნაწილი ცუდი არ ყოფილა, შემდეგ ის მუნდიალზე წავიდა და პრობლემებიც დაიწყო. ვფიქრობ, გამოცდილ მოთამაშეს კიდევ შეუძლია კოლექტივისთვის დიდი სარგებლის მოტანა. ის გვიბრუნდება.“

„ყველას პატივს ვცემ, მათ შორის „ატლეტიკოს“. მათი განცხადებები არ წამიკითხავს.“

„კამავინგას ბრწყინვალე დამოკიდებულება აქვს. ის ბოლომდე იბრძვის და არასდროს ნებდება, მუდმივად თამაში სურს და ბრძოლისუნარიანია. ახალი პოზიცია? ვფიქრობ, დაცვის ფლანგზე თამაშის კარგი მონაცემები აქვს. არაფერია გამორიცხული.“

„საშინაო არენაზე „რეალი“ ბევრად ძლიერია. სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილი გულშემატკივრები ბევრად დიდ მუხტს გვაძლევენ.“

„მე ვფიქრობ, რომ მილიტაო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. მისი ფიზიკური მახასიათებლები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ როდესაც კონცენტრირებულია საქმეს უბადლოდ აკეთებს, ის კიდევ უფრო დაიხვეწება.“ dle 10.1

  • Hala
  • 28 იანვარი 2023
  • 4238
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)