დეტალები ცნობილია - რა მოხდა „ბარსელონასთან“ წაგების შემდეგ?

ბოლო პერიოდის განმავლობაში სამეფო კლუბში საინტერესოდ განვითარდა მოვლენები.


მიუხედავად იმისა, რომ „რეალმა“ განვლილ სეზონში დუბლი შეასრულა (ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა) და მიმდინარეშიც არცთუ ისე წარუმატებლად ასპარეზობს, „სუპერკოპას“ ფინალის წაგების შემდეგ, ფლორენტინო პერესი ისეთი აღშფოთებული ჩანდა, როგორც არასდროს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა მაქსიმალურად შეინარჩუნა მომღიმარი სახე, როდესაც დაჯილდოვების ცერემონიის დროს ჟოან ლაპორტას გვერდით იდგა, თუმცა მოვლენები უკვე გასახდელში განვითარდა.

კლუბის ხელმძღვანელი შეშფოთებული იყო გუნდის ფიზიკური კონდიციებით, მენტალური მდგომარეობითა და რამდენიმე ფეხბურთელის უსახური ასპარეზობით. მან მყისვე მოითხოვა ახსნა-განმარტებები ანჩელოტისა და პინტუსისაგან და პრობლემის აღმოსაფხვრელად მოკლე პერიოდი მისცა. „ბარსელონასთან“ წაგებამდე, მადრიდელებს ფეხი „ლა სერამიკაზე,“ „ვილიარეალთან“ მატჩშიც დაუცდათ და შესაბამისად, აუცილებელი იყო ჩარევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისი გარანტირებული იქნებოდა.

როგორც Relevo იტყობინება, იტალიელმა დამრიგებელმა რეალური საფრთხე იგრძნო და საქმესაც შეუდგა. მან მომდევნო დაპირისპირებები („ვილიარეალთან“ თასზე და „ატლეტიკთან“ ჩემპიონატში) ფინალებად შერაცხა. სწორედ ამიტომაც, „ლა კოპას“ პაექრობაში, ლულინინის ნაცვლად ისევ კურტუა დააყენა სასტარტო შემადგენლობაში. ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ დაძაბულ გარემოს, რომელშიც გუნდი იმყოფებოდა.

ანჩელოტის საბედნიეროდ, „რეალის“ ჩავარდნა მხოლოდ 4 დღე გაგრძელდა. შემადგენლობამ ძალები მოიკრიბა და ჩატარებული 3 ურთულესი ჯახიდან, გამარჯვებული გამოვიდა. „ბლანკოსმა“ ჯერ „ყვითელ წყალქვეშა ნავი“ დაამარცხა სტუმრად, შესანიშნავი „ქამბექის“ ფონზე, შემდეგ „სან მამესიდან“ წამოიღო“ 3 ქულა, ხოლო რამდენიმე დღის წინ კი, მადრიდულ დერბიში მოიპოვა სადავეები და სამეფო თასის ნახევარფინალის საგზური დიაბევა.

„რეალში“ რომ ძალიან მძიმედ იღებენ დამარცხებას, ეს დიდებულად მოეხსენება კარლიტოს. მაშასადამე, მასზეა დამოკიდებული ყველაფერი...
dle 10.1


1

29 იანვარი 2023 14:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1175
"ანჩელოტის საბედნიეროდ, „რეალის“ ჩავარდნა მხოლოდ 4 დღე გაგრძელდა. შემადგენლობამ ძალები მოიკრიბა და ჩატარებული 3 ურთულესი ჯახიდან, გამარჯვებული გამოვიდა. „ბლანკოსმა“ ჯერ „ყვითელ წყალქვეშა ნავი“ დაამარცხა სტუმრად, შესანიშნავი „ქამბექის“ ფონზე, შემდეგ „სან მამესიდან“ წამოიღო“ 3 ქულა, ხოლო რამდენიმე დღის წინ კი, მადრიდულ დერბიში მოიპოვა სადავეები და სამეფო თასის ნახევარფინალის საგზური დიაბევა".
მადლობა პერესს და სამსაჯო კომიტეტს!!! ჰალა მადრიდ!!!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)