ზიდანი მზადაა „რეალში“ დაბრუნდეს, ლეგენდამ 4 ვარსკვლავი მოითხოვა!

ესპანური გამოცემების ცნობით, ზიდანი „რეალში“ დაბრუნებაზე უარს არ განაცხადებს, თუ ფლორენტინო პერესი 4 ფეხბურთელს უყიდის...


ზიზუს სამეფო კლუბიდან თავის დროზე სწორედ იმიტომ წავიდა, რომ მისი არცერთი სატრანსფერო მოთხოვნა არ შესრულდა, ახლა კი საქმე სხვაგვარადაა. ფლორენტინო პერესი იძულებულია ახალი მოთამაშეები დაიმატოს, ვინაიდან გუნდიდან კიდევ არაერთი ვარსკვლავი მიდის.

არსებული ინფორმაციით, ზიზუს მთავარი მოთხოვნა კილიან მბაპეა, მაგრამ ის აფასებს არსებულ სიტუაციას და ტრანსფერის 2024 წელს სრულყოფაზეც არ იტყვის უარს.

ამასთანავე ლეგენდარული მოთამაშე ნახევარდაცვის ჯუდ ბელინგემით გაძლიერებას ითხოვს, რაც სრულ თანხვედრაშია პერესის ხედვებთან.

რაც შეეხება დანარჩენ ორ მოთამაშეს. არსებული ინფორმაციით, ზიზუს ძალიან მოსწონს ტეო ერნანდესი, რომელიც „ბლანკოსში“ სწორედ მის დროს ასპარეზობდა.

და ბოლოს, ზინედინის ერთ-ერთი ფავორიტი რაჰიმ სტერლინგია, რომელიც ლონდონის „ჩელსიში“არც ისე სტაბილურია და კლუბის შეცვლა აქვს გადაწყვეტილი. ზიზუს აზრით, ინგლისელი ლა ლიგას კარგად მოერგება. dle 10.1

  • Bernabeu
  • 26 იანვარი 2023
  • 18912
  • 1

1

27 იანვარი 2023 14:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1175
ჰოლანდი არ მოსწონს?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)