ზიდანი „რეალის“ მთავარ მწვრთნელად მესამედ ბრუნდება?!

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალში“ დაბრუნების საკითხს სერიოზულად განიხილავს...


თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ზიზუ „იუვენტუსში“ ინიშნებოდა, მაგრამ ფრანგს არ მოსწონს „ბებერი ქალბატონის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ის პროექტი, რომელსაც ტურინული კლუბი სთავაზობს.

არსებული ინფორმაციით, ზიზუს ფლორენტინო პერესთან კომუნიკაცია ჰქონდა და ახალი გეგმების შესახებ მოისმინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზინედინი „ბლანკოსში“ რამდენიმე ფეხბურთელის გადაყვანაზე ახლაც მუშაობს, მათ შორის არის კილიან მბაპეც, რომელიც ლეგენდასთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. სწორედ ლოტინი იყო პირველი, ვინც მხარი დაუჭირა ზიდანს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დამცინავი განცხადებების შემდეგ.

პერესი მიიჩნევს, რომ ზინედინს ახალი პროექტის ჩაბარება შეუძლია, რომელიც სრულიად ახალი ფეხბურთელებით და მეგა ვარსკვლავებით იქნება დაკომპლექტებული. ასევე ზიზუს დანიშვნის შემთხვევასი გამარტივდება ბელინგემის, ჰოლანდის, მბაპეს და სხვა მოთამაშეების დამატებაც.

ზიზუ 3.0 სწორედ ასე უწოდეს მადრიდულმა გამოცემებმა ახალ პროექტს.

როგორც სჩანს, ფრანგი ლეგენდის დაბრუნების შანსი მართლაც არსებობს და „რეალის“ ოფისებში ამაზე სერიოზულად მსჯელობენ.
dle 10.1

  • Bernabeu
  • 26 იანვარი 2023
  • 1698
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)