ანჩელოტი:,,დერბი ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ"

კარლო ანჩელოტიმ მადრიდული დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ მოვემზადეთ სპეციალური პროგრამით და ვთვლი, რომ მადრიდულ დერბისთვის სრულფასოვნად ვართ მზად.“

„სრულიად ვითავისებ გამოწვევას, რომელსაც ხვალ უნდა გავუმკლავდეთ და შესაბამისი პასუხი გავცეთ. „ლა კოპას“ საპასუხისმგებლო ეტაპზე ვიმყოფებით და მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება.“

„მოდრიჩთან და კროოსთან ბევრი საუბარი არ მჭირდება, ისინი დიდი პროფესიონალები არიან და როდესაც სათადარიგო სკამზე ხვდებიან, ყველაფერს კარგად ითავისებენ, მათთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.“

„„ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია, მათ იციან, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაერთონ დაპირისპირებაში. ზოგიერთ შემთხვევაში როტაცია წარმატების საწინდარია.“

„ფედერიკომ მუნდიალის შემდეგ დაისვენა, მაგრამ ფაქტია, რომ სასურველი კონდიციისგან შორს არის. ბოლო მატჩებში მას მეტწილად დაცვითი ფუნქციების შესრულება დაევალა, რადგან ასე იყო საჭირო. მოვა დრო, როდესაც ურუგვაელი გოლების გატანასაც დაიწყებს.“

„სანტიაგო ბერნაბეუზე დაბრუნება, თანაც დიდი ხნის პაუზის შემდეგ ემოციური იქნება, ამას ყველა მოუთმენლად ველით.“

„მოდრიჩის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ხორვატი სხვა კლუბში? ამაზე ვერაფერს ვიტყვი, თუ ლუკა წასვლას გადაწყვეტს, მე მას აუცილებლად ჩავეხუტები, მაგრამ ახლა ჩვენ მხოლოდ ამ სეზონზე ვფიქრობთ.“

„როგორც ასენსიო, ასევე სებალიოსი და კამავინგა სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობას იმსახურებენ, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება ხვალ. ვეცდები, საუკეთეო თერთმეტეული შევარჩიო.“

„დავიდ ალაბა გვბრუნდება, რასაც ვერ ვიტყვით, ედენ აზარსა და ორელიან ჩუამენიზე, ისინი მალე დაუბრუნდებიან სამწვრთნელი შტაბის განკარგულებას.“

„ვინისიუსს დაცვა სჭირდება, მას ძალიან კარგი ფიზიკა აქვს. ვთვლი, რომ ბრაზილიელი დარტყმებს ტექნიკური მონაცემების გამო იღებს, ჩვენ უნდა დავიცვათ ის და ბოლომდე ვიბრძოლოთ ახალგაზრდის პროგრესისთვის.“

„მე ვერ გეტყვით, რამდენად რთულია „როხიბლანკოს“ დამარცხება, მაგრამ ჩვენ გვაქვს იდეა, რომელიც მომდევნო ეტაპზე გასვლას უკავშირდება და რომელსაც ბოლომდე მივყვებით.“

„მსაჯი? საკმაოდ კომპეტენტურია, მას აქვს პიროვნება და ხარისხი. ვფიქრობ, ის შესაბამისად წარუძღვება ასეთ საპასუხისმგებლო დაპირისპირებას.“

„ნაჩეტეს საყვარელი პოზიცია ცენტრალური მცველობაა, მაგრამ ის ფლანგებზეც შესანიშნავია და ვთვლი, რომ ყოველთვის მზად არის იქ ითამაშოს, სადაც გუნდს სჭირდება.“

„ფრან გარსია? მასზე გადაწყვეტილებას ჯერ ვერ მივიღებთ, დაველოდებით მოვლენების განვითარებას.“

„ჩუამენი და კამავინგა ერთად? რატომაც არა. არსებობს სიტუაციები, სადაც ორივე ფრანგის ერთად გამოყენება შესაძლებელია, ისინი თამაშს მეტ ენრგიას მისცემენ, ამასთანავე ბურთის დაბრუნების კომპონენტიც აღსანიშნავია.“

„ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნა? არ ვთვლი, რომ ახლა ამაზე საუბრის დროა.“

„კამავინგამ „სან მამესზე“ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ფრანგს პატივს ვცემ და მივიჩნევ, რომ პროგრესირებს. ის ყვითელ ბარათს ხშირად იღებს, მაგრამ ამაში დიდ პრობლემებს ვერ ვხედავ.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 25 იანვარი 2023
  • 1074
  • 1

1

25 იანვარი 2023 17:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
ანჩელოტი ტრანსფერებს მიხედე ჯობია. გუნდში ბევრი ახალი სახეა მოსაყვანილი და ეს ფაქტია რა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)