"ბაიერნი" - "რეალი"

ამ მატჩს realmadrid.com-მა სტატია მიუძღვნა.გთავაზობთ ამ სტატიას


ყველაფერი იმით დავიწყოთ,რომ ამ მატჩს ფრანს ბეკენბაუერმა ისტორიული და All Star-ების მატჩი უწოდა. ამით ყველაფერია ნათქვამი,თუ რაოდენ მნიშვნელოვანი თამაშია.

მაურინიოსათვის ეს მესამე მატჩია რეალში. პირველი ორი მან ერთნაირი ანგარიშით 3-2 მოიგო ამერიკაში.ჟოზეს ბაიერნთან უკანასკნელი დაპირისპირება კარგ მოგონებებთანაა დაკავშირებული. 2009-2010 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაურინიოს ინტერმა სწორედ მიუნხენური კლუბი დაამარცხა 2-0.

მადრიდის რეალის ორი ახალწვეულის - ხედირასა და კარვალიოს დებიუტი შედგება დღეს. გერმანელი კალიფორნიაშიც იმყოფებოდა "ლოს ბლანკოსთან" ერთად,მაგრამ იქ მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.ახლა კი მისი დებიუტი სამშობლოში შედგება.ხოლო კარვალიო გუშინ გახდა რეალის ფეხბურთელი და დღეს უკვე ძირითადშია.ხოლო რაც შეეხება გუნდის დანაკლისებს.კაკა და პეპე ტრავმის გამო ტოვებენ მატჩს.დუდეკი,არბელოა,დიარა და გაგო მოუმ უბრალოდ არ წაიყვანა მიუნხენში.

"ალიანს არენაზე" 69 000 გულშემატკივარი ეტევა და უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია. ბაიერნის პრეზიდენტმა მადრიდის რეალს "საუკეთესო მეტოქე" უწოდა.ასევე კომპლიმენტებით შეაქეს სამეფო კლუბი მიულერმა და ლამმა."თამაში იმ გუნდთან,რომელიც მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანია,ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი."-განაცხადა ლამმა."მადრიდის რეალი ისტორიული კლუბია.მე ძალიან მოხარული ვარ,რომ ეს შესანიშნავი მატჩი,რომელიც ბეკენბაუერს ეძღვნება,სწორედ რეალთნ იმართება."-ლამის განცხადებას დაამატა ტომაშ მიულერმა.

ბაიერნი დიდი დანაკლისებით ხვდება ამ მატჩს.არიენ რობენი ტრავმის გამო გამოტოვებს.ხოლო მარიო გომესი,ტონი კროსი და მარტინ დემიკელისი თავად ვან გაალმა დაასვენა და ამასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:"მათ უბრალოდ არ შეუძლიათ 3 დღეში 2 მატჩის უმაღლეს დონეზე ჩატარება." შეგახსენებთ,რომ ოთხშაბათს ბაიერნი შალკეს დაუპირისპირდა გერმანიის თასის ფიანლის განმეორებით მატჩში.მაგრამ ვან გაალი ირწმუნება,რომ ეს მატჩი მიუხედავად ორივე მხრიდან დანაკლისებისა, იქნება "ტრილერი".


ინფორმაციის წყარო: realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)