ანჩელოტი:„ყველა შეცდომა გავაანალიზეთ, მაღალი დონის ფეხბურთს ვითამაშებთ“

კარლო ანჩელოტიმ „სან მამესზე“ ვიზიტის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ძალიან რთულ თამაშს ველი. „ატლეტიკი“ შესანიშნავად დაკომპლექტებული გუნდია, მაგრამ ჩვენ გავაანალიზეთ შეცდომები, რომელიც „ვილიარეალთან“ მატჩის პირველ ტაიმში დავუშვით და ვეცდებით ყველაფერი გამოვასწოროთ. ფეხბურთელებმა დეტალურად განიხილეს ვიდეოები და ფრაგმენტები, რამაც „ლა სერამიკაზე“ ფიასკოს მიგვაახლოვა.“

„ვეცდებით შეცდომების მინიმიზება მოვახდინოთ და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ბასკების წინააღმდეგ ასპარეზობა მარტივი არ იქნება, მაგრამ „რეალისთვის“ დამაკმაყოფილებელი მხოლოდ 3 ქულაა.“

„ჩვენ „ატლეტიკთან“ 5 ფეხბურთელი დაგვაკლდება, მაგრამ გუნდში არსებობს შესაბამისი რესურსი, რომელსაც გამოვიყენებთ.“

„ხელშეუხებელი ფეხბურთელები არ არსებობენ, ითამაშებს ის, ვინც ბოლომდე მზად არის და გუნდის დახმარება შეუძლია.“

„სებალიოსის შანსები? ესპანელმა ბოლო მატჩებში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა, „ვილიარეალთან“ კი დიდი გარდატეხა შეიტანა.“

„კონტრაქტების ამოწურვა არანაირ გავლენას არ ახდენს ასენსიოზე, ნაჩოსა და სებალიოსზე. მათთან საუბრები მიმდინარეობს, რომელიც ადრე თუ გვიან კონკრეტული შედეგებით დასრულდება.“

„„იუვენტუსის“ სანქციები? ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. საკითხი ჩემს კომპეტენციას სცდება.“


„ჩუამენის საქციელი? პირდაპირ გეტყვით, ჩემი ფეხბურთელი შეცდა, მაგრამ მალევე გააანალიზა, რაშიც იყო საქმე და ბოდიში მოიხადა. ვფიქრობ, ორელიანის საქციელი დასაფასებელია.“

„კამავინგა ხელშეუხებელია, ისევე როგორც ლუკა მოდრიჩი და კროოსი, ის არსად წავა, ამას დანამდვილებით გეუბნებით.“

„სანამ პრესინგზე გადახვალ, მოედნის ყველა წერტილს უნდა აკონტროლებდე. „ყვითელ წყალქვეშა ნავთან“ ამ მხრივ პრობლემები გვქონდა. მეტოქის დაცვას თითქოს ვავიწროებდით, მაგრამ როგორც კი სეტიენის გუნდი ბურთს გადააგდებდა და თამაშს გაშლიდა, პრობლემები გვექმნებოდა. ეს არის გააზრებული ქმედება და ვფიქრობ, ბევრი საკითხი ვარჯიშზე განვიხილეთ და დავხვეწეთ.“

„ერნესტო ვალვერდე ჩემი მეგობარია და დიდ პატივს ვცემ. მისი გუნდები ყოველთვის გააზრებულ და იდეებით სავსე ფეხბურთს თამაშობენ.“

„„ლა კოპას“ კენჭისყრა? ვფიქრობ, მადრიდული დერბი ძალიან საინტერესო იქნება. „ატლეტიკო“ მსოფლიოს ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევი მოწინააღმდეგეა.“

„გაგვიმართლა თუ არა კენჭისყრაში? (იცინის), ჩვენ ვიცით, რა დონის გუნდია „როხიბლანკო“, მაგრამ შარშანდელ სეზონში ყველა ეტაპზე ურთულესი ბარიერები გადავლახეთ და ჩემპიონები გავხდით. როდესაც მოწოდების სიმაღლეზე დგახარ, ყველა მეტოქის დამარცხება უნდა შეძლო.“


„დავიდ ალაბა და დანიელ კარვახალი მომდევნო კვირიდან შემოგვიერთდებიან, რაც ჩვენი რესურსის ზრდას ნიშნავს.“

„ედენ აზარს კოჭის პრობლემა აქვს, ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, რამდენ ხანს იუქმებს ბელგიელი მოთამაშე.“

„არიბასი? ვფიქრობ, მას მთავარ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მიეცემა. კარგად ვაკვირდები, როგორ პროგრესირებს ის რაულ გონსალესთან. მიხარია, რომ ახალგაზრდულ კოლექტივში ამდენი ნიჭიერი მოთამაშეა.“

„ჩუამენის სარეაბილიტაციო კურსი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. არ გამოვრიცხავ, მომდევნო კვირაში ისიც შემოგვიერთდეს. ჩვენ მოვუსმენთ სამედიცინო ჯგუფს და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის ყველა მოთამაშე მზად იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“
dle 10.1

  • Hala
  • 21 იანვარი 2023
  • 2532
  • 1

1

21 იანვარი 2023 21:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 56
აჰაა დაიწყო ისევ... ამას როცა იძახი მაშინ გვენძრევა ხოლმე შეჩემაალალა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)