კონტრაქტები მზად არის!

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ რამდენიმე ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტი მზად აქვს...


ფლორენტინო პერესს სურს, რომ კარიმ ბენზემასთან ახალი ხელშეკრულება რაც შეიძლება მალე გააფორმოს. მხარეებს შორის შეთანხმება ყველა დეტალზეა მიღწეული, შესაბამისად ღონისძიების დროული დაგეგმვა პრეზიდენტის აზრით სწორი გადაწყვეტილება იქნება.

ახალ კონტრაქტს მიიღებს ნაჩო ფერნანდესიც, რომელსაც სამეფო კლუბი 1 წლით დარჩენას სთავაზობს, ბენზემას მსგავსად მისი ხელშეკრულებაც 2024 წლის 30 ივნისს ამოიწურება, თუმცა ნაჩეტეს საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამს.

კეთილი ნებაა ლუკა მოდრიჩთან დაკავშირებითაც. „მერენგები“ ხორვატ მოთამაშეს კიდევ 1 წლით დარჩენის საშუალებას მისცემენ.

ანალოგიური სიტუაციაა ტონი კროოსთანაც, მაგრამ გერმანელს ჯერ-ჯერობით პასუხი არ აქვს. ნახევარმცველს კარიერის დასრულება სურს, „ბლანკოსში“ კი მის გადარწმუნებას ცდილობენ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ახალი კონტრაქტის გაფორმება იგეგმება მარკო ასენსიოსთანაც, რომელიც კლუბში 4 წლით, 2027 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს.

დანი სებალიოსის ირგვლივ ჯერ-ჯერობით გაურკვევლობაა. ესპამელმა ამ სეზონში რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ საჭირო ფიგურაა, თუმცა სათამაშო დროის სიმცირის განიცდის. არსებული ინფორმაციით, დანის კონტრაქტი ზაფხულამდე არ გახანგრძლივდება და მხარეები საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ჯუდ ბელინგემთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. dle 10.1

  • Hala
  • 21 იანვარი 2023
  • 784
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)