ხსნა ისევ ესპანელებშია...

სუპერ თასის დათმობის შემდეგ, „რეალმა“ მეტად დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა „კოპა დელ რეის“ მეოთხედფინალის საგზური.


7 იანვარს, „ვილიარეალისა“ და „რეალის“ მატჩის დროს საინტერესო მოვლენა დაფიქსირდა. კერძოდ, ისტორიის განმავლობაში პირველად, „ბლანკოსის“ სასტარტო შემადგენლობა ესპანელი ფეხბურთელის გარეშე დაკომპლექტდა - კურტუა (ბელგია); მილიტაო (ბრაზილია), რუდიგერი (გერმანია), ალაბა (ავსტრია), მენდი (საფრანგეთი); ჩუამენი (საფრანგეთი), მოდრიჩი (ხორვატია), კროოსი (გერმანია); ვალვერდე (ურუგვაი), ბენზემა (საფრანგეთი) და ვინისიუი (ბრაზილია). ადგილობრივი მოთამაშეები (ლუის ლოპესი, ვალეხო, ლუკას ვასკესი, შებალიოსი, ასენსიო და ნაჩო) კი, სათადარიგოზე დარჩნენ და მეორე ტაიმში მათგან მხოლოდ 2-ს მიეცა (ლუკას ვასკესი და ასენსიო) თავის გამოჩენის საშუალება. აღნიშნული დაპირისპირება, რომელიც ლა ლიგის ეგიდით იმართებოდა, სტუმრებმა 2-1 დათმეს „ლა სერამიკაზე,“ რასაც გუნდის ჩავარდნა „სუპერკოპაზე“ წარუმატებლობა მოჰყვა.

საგულისხმოა, რომ ამ მატჩიდან რამდენიმე დღეში, მადრიდელები კვლავ „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ ესტუმრნენ, უკვე „კოპა დელ რეის“ ფარგლებში. ამჯერად, ძირითად თერთმეტეულში 1 ესპანელი ირჯებოდა ნაჩოს სახით. ანჩელოტის გუნდმა თამაში უსახურად დაიწყო და შესვენებაზე 2 ბურთიანი უპირატესობით გავიდა მეტოქე. 56-ე წუთზე, იტალიელმა დამრიგებელმა მოედანზე ასენსიო და სებალიოსი გამოიყვანა და ე.წ „ქამბექიც“ სწორედ მათ მხრებზეა. დანიმ სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა, მარკომ კი ერთში.

მიუხედავად იმისა, რომ „რეალში“ არა ერთი მაღალი დონის ლეგიონერი ირიცხება, კლუბის ისტორიაში ესპანელ ფეხბურთელებს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ, რაც გასათვალისწინებელი ფაქტორია. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)