რაზე შეთანხმდნენ ნაჩო და „რეალი?“

ესპანელ ფეხბურთელს „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. მას კარიერიას განმავლობაში სხვა კლუბში არასდროს უასპარეზია.


სეზონის სტარტისგან განსხვავებით, იანვარში, არსებული საკადრო პრობლემების ფონზე, შემადგენლობაში ნაჩოს როლი კვლავ გაიზარდა, თუმცა მისი სათამაშო წუთები (731) გაცილებით მწირია, ვიდრე რუდგერის (1525), მილიტაოს (1690) და ალაბას (1806).

ესპანეთის სუპერ თასის შემდეგ, ფერნანდესმა „კოპა დელ რეის“ შეხვედრაში, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ იასპარეზა. ამჯერად, მწვრთნელმა მარცხენა ფრთა ჩააბარა შეგირდს. მიუხედავად იმისა, რომ „ლა სერამიკაზე“ გუნდის დაცვითი პოტენციალმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა, ნაჩო ყველაზე ჯანსაღად გამოიყურებოდა. მან 10-დან 7 დუელი მოიგო, 3-ჯერ დაიბრუნა ბურთი და პასები 70 პროცენტიანი სიზუსტით შეასრულა. პარალელურად, არა ერთხელ ჩაახშო მოწინააღმდეგის შეტევა.

AS-იც ცნობით, კლუბი და მოთამაშე ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივებაზე სიტყვიერად შეთანხმდნენ. აღნიშნული პროცედურა სეზონის დასრულებამდე მოვა სისრულეში.

ამასთანავე უნდა ითქვას, უნივერსალური ფეხბურთელის დამატების სურვილს ბევრი გუნდი გამოთქვამს. განსაკუთრებული აქტიურობით სერია ა-ს ბინადრები გამოირჩევიან. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)