ასენსიომ და სებალიოსმა პერესის კარზე დააკაკუნეს

„კოპა დელ რეის“ მერვედფინალური ეტაპის მატჩი „ლა სერამიკაზე,“ სამეფო კლუბისათვის მეტად უიღბლოდ დაიწყო.


ანჩელოტის გუნდმა ჯერ შეხვედრის სტარტზე გაუშვა გოლი „ვილიარეალისგან,“ ხოლო შემდეგ ტაიმის მიწურულს და შესაბამისად, „ყვითლები“ 2 ბურთიანი სხვაობით გავიდნენ შესვენებაზე.

მოედანზე დაბრუნებულმა იტალიელმა დამრიგებელმა მხოლოდ 2 ცვლილება განახორციელა, მან სათადარიგოსაკენ როდრიგოსა და კროოსს მიუთითა, საქმეში კი, სებალიოსი და ასენსიო ჩართო, რომლებმაც საბოლოოდ გარდატეხა შეიტანეს მატჩში და „სუპერკოპას“ წაგების გათვალისწინებით რთულ მდგომარეობაში მყოფი „რეალი,“ კიდევ უფრო მძიმე ფონს აარიდეს.

განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს ნახევარმცველის ასპარეზობა. დანიმ გამოსვლიდან 2 წუთში ვინისიუსი საგოლე პასით მოამარაგა. მის აქტიურობას მოჰყვა მეორე ბურთიც, როდესაც მილიტაომ ანგარიში გაათანაბრა (ამას წინ უძღოდა სებას ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში და ბენზემას თავური დარტყმა). რაც შეეხება გამარჯვების გოლს, სებალიოსმა „ქამბექის“ გაფორმების ექსკლუზივი არავის დაუთმო. ამ უკანასკნელმა ასენსიოს პასს ნაყოფიერად დაუხვედრა ფეხი და „ბლანკოსი“ მომდევნო ეტაპზე გადაიყვანა.

საგულისხმოა, რომ ესპანელ მოთამაშეებს 30 ივნისს ეწურებათ „რეალში“ ყოფნის ვადა. ორივეს სურვილია დედაქალაქურ გრანდში კარიერის გაგრძელება.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ფაქტია, მათ ფლორენტინო პერესის კარზე დააკაკუნეს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)