ასენსიო: „ამის დიდი სურვილი მაქვს“

მარკო ასენსიო „ლა სერამიკაზე“ მეორე ტაიმში გამოჩნდა. მალიორკელმა ფეხბურთელმა გამარჯვების გოლის მომტანი ასისტი გადააწოდა დანი სებალიოსს.


„გახარებულნი ვართ. საწყისი 45 წუთი მეტად რთული გამოდგა. მეტოქემ 2 გატანილი გოლის შედეგად დამაჯერებლობა მოიპოვა. შესვენებაზე გასახდელში ვმსჯელობდით, როგორ უნდა შეგვეტანა გარდატეხა თამაშში. საჭირო იყო ხასიათის გამოვლენა, რაც „რეალის“ ყველა მოთამაშეს აქვს. მეორე ტაიმში დიდებულად ვიასპარეზეთ და ტაბლოზეც სასურველი ანგარიში დავაფიქსირეთ.“

„ჩვენ მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოპიპოვეთ და ახლა კვირის დაპირისპირებაზე მოვახდენთ კონცენტრაციას.“

„შესვენების შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდა ტაქტიკურ ასპექტში. დაცვით ხაზში გარკვეული კომპონენტები გამოვასწორეთ და გაცილებით ნაკლებს ვთმობდით მოედანზე. შეტევაში არსებული ტალანტი და მობილურობა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ.“

„ცვლილებები მეორე ტაიმში? სებალიოსმა ასისტი და გოლი ჩაიწერა, ხოლო მე საგოლე გადაცემა გავუკეთე მას... რა თქმა უნდა, თამაშის მოგებაში მთელ გუნდს მიუძღვის წვლილი. ყველამ კარგად დაინახა, თუ რეალურად რას წარმოადგენს „რეალი.““

„მოედანზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მატჩის მიწურულს დაძაბულოამ იმატა. ეს იყო სამკდვრო-სასიცოცხლო თამაში.“

„ძალიან გვჭირდება გამარჯვება და შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვება.“

„ჩემი მომავალი? კლუბთან მიდის მოლაპარაკებები, მაგრამ ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული. დიდი სურვილი მაქვს კიდევ მრავალი წელი დავიცვა „ბლანკოსის“ ღირსება.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)